Palo Alto Networks-ის ექსპერტების განცხადებით, ახალი ვირუსი, T9000 Skype-ის მომხმარებლების საუბარს იწერს და მათ პირად მონაცემებს იპარავს. პროგრამას შეუძლია მოიპაროს მომხმარებელთა შეტყობინებები, ასევე ახდენს მათი პერსონალური ინფორმაციის კოპირებას. პროგრამა მომხმარებლის ვიდეოზარის განხორციელებისას პერიოდულად ფოტოებსაც იღებს.
ამასთან, ვირუსული პროგრამა თითქმის ყველა ანტივირუსს უძლებს, მათ შორის “კასპერსკის ლაბორატორიის” პროდუქციას, Norton–ს, DoctorWeb–ს და McAfee–ს.