ამერიკის ყველაზე "ბედნიერი“ და "უბედური“ შტატები

ამერიკის ყველაზე "ბედნიერი“ და "უბედური“ შტატები

კომპანია Wallethub-მა აშშ-ში ახალი კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც შეადგინეს ქვეყნის 50 შტატის რეიტინგი, რათა ენახათ ამერიკის რომელ შტატში გრძნობს მოსახლეობა თავს ყველაზე ბედნიერად. ამის შესახებ CNBC წერს.

როგორც რეიტინგიდან ირკვევა, ჰავაი 2020 წელს ყველაზე “ბედნიერი“ შტატია. ცნობისთვის, 2019 წელსაც ჰავაი იკავებდა ამ ადგილს ბედნიერების რეიტინგში.

Wallethub-ი რეიტინგს რამდენიმე კომპონენტზე დაყრდნობით ადგენს, მათ შორისაა, თითოეულ შტატში მცხოვრები მოსახლეობის ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობა, სამუშაო გარემო, საცხოვრებელი გარემო და ა.შ. აღნიშნულ მონაცემებს კომპანია რამდენიმე სხვადასხვა უწყებიდან აგროვებს და აანალიზებს. მათ შორის აშშ-ის აღწერის ბიუროდან, დავადებათა კონტროლის ცენტრიდან, შრომის სტატისტიკის ბიუროდან და ა.შ.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულ იქნა კოვიდის გავლენაც.

აღნიშნული რეიტინგის გათვალისწინებით, აშშ-ის ყველაზე “ბედნიერი“ 10 შტატი შემდეგია:

  1. ჰავაი
  2. იუტა
  3. მინესოტა
  4. ნიუ-ჯერსი
  5. მერილენდი
  6. კალიფორნია
  7. ჩრდილოეთ დაკოტა
  8. აიოვა
  9. აიდაჰო
  10. კონექტიკუტი

ყველაზე ნაკლებად “ბედნიერი“ შტატების რეიტინგი კი შემდეგია:

  1. დასავლეთ ვირჯინია
  2. არკანზასი
  3. ოკლაჰომა
  4. ლუიზიანა
  5. კენტაკი
  6. ტენესი
  7. მისისიპი
  8. ალაბამა
  9. ალასკა
  10. ორეგონი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.