ანა რობაქიძის სტარტაპმა, Theneo-მ Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა

ანა რობაქიძის სტარტაპმა, Theneo-მ Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა

ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. აღნიშნული კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას 70 ათასი ადამიანი და არაერთი კომპანიისა და სტარტაპის წარმომადგენელი ესწრება. ამგვარად, ეს კონფერენცია უნიკალური გზაა საკუთარი პლატფორმის ფართო მასებისთვის გასაცნობად.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Theneo  ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია. ამასთანავე, Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც მიმდინარე წელს მსოფლიოს საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის პროგრამაში მოხვდა.

დღემდე, Theneo-ს $1.5 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული – ამასთანავე, ის პირველი ქართული “უნიქორნობის”, ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე კერძო სტარტაპის სიმბოლური ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *