საქართველოში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში

საქართველოში პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში

მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით 31 ოქტომბერს პირველი ჰიბრიდული WEB3 კონფერენცია ჩატარდა მთაწმინდაზე, ხოლო მათ ვისაც სახლში ყოფნის კომფორტზე უარის თქმა არ სურდათ, შესაძლებლობა ჰქონდათ, ღონისძიებას მეტავერსში დასწრებოდნენ.

WEB3 კონფერენციის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში ოთხმა ქართველმა სპიკერმა: CRYPTX/CRYPTAL-ის საბჭოს წევრმა – გიორგი გვაზავამ, Arena Games-ის COO – მარიე გიორგობიანმა, WEB3/Blockchain დეველოპერმა – ნიკა ასათიანმა და C25-ის CPO ნიკა გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს WEB3-ში საქმიანობის შესახებ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ნეთვორქინგის, დარგის ლიდერებთან საინტერესო იდეების გაცვლის და სფეროს 3D ვიზუალების დათვალიერების.

Moving to WEB3 ღონისძიების ორგანიზატორი იყო Arrival – მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.

ღონისძიება ჩატარდა Eteam-ის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს – GITA, Binance, Noxtton, SakartveloInsight და MetaViu-ს პარტნიორობით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *