აპრილში დეპოზიტების დოლარიზაციამ 66.3 პროცენტს მიაღწია

აპრილში დეპოზიტების დოლარიზაციამ 66.3 პროცენტს მიაღწია

2015 წლის აპრილში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 437 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან ლარში განხორციელებული დეპოზიტები 4 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარში განხორციელებული – 433 მილიონი ლარით. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 0.7% პუნქტით გაიზარდა და 66.3%-ს მიაღწია. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 9.3 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

დოლარში განხორციელებულ დიპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 7.4%