ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 13.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 53%-ით ნაკლებია გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე – 25.3 მილიონზე. იანვარ-აპრილში კი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 4.3%-ით (5 მილიონი ლარით) შემცირდა.
აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 53%-ით შემცირდა
![აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 53%-ით შემცირდა](https://forbes.ge/wp-content/uploads/2020/11/0b945e9879c48ffbc4588b1f11518bdc.png)