აპრილში ლარში განთავსებული დეპოზიტები 139 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში ლარში განთავსებული დეპოზიტები 139 მილიონი ლარით გაიზარდა

2017 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 139 მლნ ლარით გაიზარდა. 42 მლნ დოლარით შემცირდა უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტები. 2016 წლის აპრილთან შედარებით, 2017 წლის აპრილში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 767 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 46 მლნ დოლარით.

აპრილში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 69.4% შეადგინა. მარტში დოლარიზაცია 70%, ხოლო ერთი წლის წინ 70.5% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 12.1 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 5.4 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2017 წლის პირველი მაისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.9%-ია, ერთი წლის წინ 3.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.0%-ია, ერთი წლის წინ 8.7% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *