აპრილში არარეზიდენტების მფლობელობაში ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 682.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე დაახლოებით 21.2 მლნ ლარით ნაკლებია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, გასულ თვეს მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი შემცირდა და 12.4% შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკის ხელთ არსებულმა სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილმა, მარტში 19.8%-ის შემდეგ, 2021 წლის აპრილში 20.7% შეადგინა.
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობაში უდიდესი წილი, 65.7%-ით, კვლავ ბანკებზე მოდიოდა.