აპრილში პროდუქციაზე ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა

აპრილში პროდუქციაზე ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში საქონლისა და მომსახურების ფასები 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ (ბოლო 12 თვის) 2.5% შეადგინა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად (11%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. 6.4%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, 5.7%-ით ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასი. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 2.7%-ით გაძვირდა. 5.1%-ით მოიკლო ტრანსპორტისა და ტანსაცმლის ფასებმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *