აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები Huawei და ZTE „სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ გამოაცხადა. აღნიშნული ნაბიჯით ფორმალურად ამერიკულ ტელე საკომუნიკაციო კომპანიებს ეკრძალებათ ფედერალური თანხების გამოყენება Huawei და ZTE-ის მოწყობილობების ყიდვასა ან დამონტაჟებისთვის.
როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აჯიტ პაიმ განახადა, “უამრავი სამხილი“ გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. უკვე დიდი ხანია ფედერალური სააგენტოები და კანონმდებლები აცხადებენ, რომ ვინაიდან ტექნოლოგიური გიგანტები – Huawei და ZTE ჩინურ კანონმდებლობას ექვემდებარებიან, ისინი შესაძლოა იძულებული გახდნენ ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ იმუშავონ. თავად Huawei და ZTE აღნიშნულს უარყოფენ.
“ჩვენ ვერ და არ მივცემთ უფლებას ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ქსელის დაუცველობა გამოიწვიოს და დააზიანოს ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ.
შეგახსენებთ, Huawei და ZTE აშშ-ში ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ ისედაც იყო გამოცხადებელი, თუმცა, კომუნიკაციების კომისიამ მათ ეს სტატუსი ახლა ფორმალურად მიანიჭა.