აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია 30 მაისს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისში გატაცებით და შემდგომ აზერბაიჯანში დაკავებით.

“ამერიკის შეერთებული შტატები ასევე შეშფოთებას გამოხატავს 25 მაისს, აზერბაიჯანის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაკავების გამო. აზერბაიჯანის მთავრობას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს დაკავებულები, რათა მათ ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებით, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ეუთო-ს შეთანხმებები. ინტენსიურად ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ე გამოძიება ჩაატაროს სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად”, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცადებაში.