AstraZeneca-მ Moderna-ში 7.7%-იანი წილი $1 მილიარდად გაყიდა - The Times

AstraZeneca-მ Moderna-ში 7.7%-იანი წილი $1 მილიარდად გაყიდა - The Times

კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია AstraZeneca-მ ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-ში აქციების 7.7%-იანი წილი გაყიდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის აქციები მკვეთრად გაიზარდა. The Times-ის ცნობით, საფასურმა $1 მილიარდს გადააჭარბა.

თავად AstraZeneca-სა და Moderna-ში აღნიშნულ გარიგებაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. როგორც ცნობილია, AstraZeneca Moderna-სთან თანამშრომლობას სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებების წარმოების პროცესში გააგრძელებს.

2013 წელს Moderna-მ და AstraZeneca-მ ხუთწლიანი შეთანხმება გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ერთად უნდა აღმოეჩინათ და განევითარებინათ სხვადასხვა სამკურნალო საშუალება.

ცნობისთვის, AstraZeneca ბრიტანული კომპანიაა, რომლის მიერ წარმოებული კოვიდ-ვაქცინის გამოყენებას არაერთ ქვეყანაში გეგმავენ. თუმცა  აშშ-ში ის ჯერ ავტორიზებული არაა. Moderna-ს ვაქცინას კი ვაშინგტონში ავტორიზაცია მიანიჭეს. როგორც ამ კომპანიაში ამბობენ, მიმდინარე წელს ისინი კოვიდ-ვაქცინის $18.4 მილიარდის მოცულობის გაყიდვებს ელოდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *