აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს ტოვებს. ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადით ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა. სებ-ში აცხადებენ, რომ მათთან განაცხადი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით შევიდა.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. 2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” სახელით ახორციელებს საბანკო საქმიანობას.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველომ გასული წლის მეოთხე კვარტალი 750 960 ლარიანი მოგებით დაასრულა.
ბანკი რამდენიმე შვილობილი ბანკის დახურვას გეგმავს, მათ შორის საქართველოში. ბანკი ხურავს მოსკოვის ფილიალსაც.