ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით ევროკავშირმა რუსეთს გადაასწრო

საქართველოში ფულადი გზავნილების სახით გადმორიცხული თანხები ძირითადად საზღვარგარეთ დასაქმებულ ემიგრანტებზე მოდის. 2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ფულადი გზავნილების სახით ევროკავშირის ქვეყნებიდან 78 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო რუსეთიდან 64 მლნ დოლარი. იანვარ-თებერვალში ჯამში 224 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რომლის 35% ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 29% რუსეთზე მოდის. მესამე ადგილზე ისრეალია 11%-იანი წილით (24 მლნ დოლარი). შემდეგ მოდის აშშ და თურქეთი 8-8%-იანი წილით (19-19 მლნ დოლარი).

2017 წელს ევროკავშირიდან 428 მლნ დოლარი, ხოლო რუსეთიდან 455 მლნ დოლარი გადმოირიცხა. რუსეთის წილი გზავნილებში 2013 წლიდან მცირდება და ბოლო 5 წელიწადში ფაქტობრივად განახევრდა, ევროკავშირიდან გზავნილებს კი ზრდის ტენდენცია აქვს. ასევე, 2014 წლიდან სწრაფად იზრდება ისრაელიდან გადმორიცხილი თანხები და შესაბამისად, ისრაელის წილი გზავნილებში. ისრაელის წილი 2013 წელს 1% იყო, 2018 წლის იანვარ-თებერვლის მიხედვით კი 11%-ია.

გრაფიკი: ქვეყნების წილი საქართველოში გადმორიცხულ თანხებში (ფულად გზავნილებში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.