აზიის უმდიდრესი ადამიანი ქონების 8%-ს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

აზიის უმდიდრესი ადამიანი ქონების 8%-ს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

ინდოეთის ინდუსტრიული მაგნატი გაუტამ ადანი და მისი ოჯახი, მილიარდერის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქონების 8%-ს ქველმოქმედებისთვის გასცემს.  აზიის უმდიდრესი ადამიანის მიერ გაღებული თანხა 600 მილიარდ რუპიას ($7.7 მილიარდი) შეადგენს. Forbes-ის რეიტინგით, ადანის ქონება ამჟამად $98 მილიარდს უტოლდება.

Adani Group conglomerate-ის დამფუძნებელი მილიარდერის გაღებული შემოწირულობა ჯანდაცვის, განათლებისა და უნარების განვითარებას მოხმარდება, რაც „სამართლიანობასა და მომავალზე ორიენტირებული ინდოეთის“ მშენებლობას შეუწყობს ხელს. დონაცია 1996 წელს დაარსებულ Adani Foundation-ს გადაეცემა, რომლის პრეზიდენტი თავად აზიელი მილიარდერია.

1996 წელს დაარსების შემდგომ, Adani Foundation-ი ინდოეთში ძირითადად სოციალურ პროგრამებზეა ფოკუსირებული. განხორციელებული პროექტების ფარგლებში, ფონდის საშუალებით მილიარდერი 2,410 სოფელში 3.7 მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა. ადანის მსგავსად, საკუთარი ქონების ნაწილის ფილანთროპული მიზნებისთვის გაცემით ისეთი მილიარდერები გამოირჩევიან, როგორებიც უორენ ბაფეტი და ბილ გეიტსი არიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *