ბაიდენი კონგრესს ტაივანისთვის $1.1 მილიარდის იარაღის მიყიდვის გეგმის დასამტკიცებლად მიმართავს

ბაიდენი კონგრესს ტაივანისთვის $1.1 მილიარდის იარაღის მიყიდვის გეგმის დასამტკიცებლად მიმართავს

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს ტაივანისთვის $1.1 მილიარდის იარაღის მიყიდვის გეგმის დასამტკიცებლად მიმართავს. Politico-ს ცნობით, ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე, ბაიდენის გეგმა ტაივანისთვის 60 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტისა და 100 “ჰაერი-ჰაერი” კლასის რაკეტის (AAM) მიწოდებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და აშშ-ის კანონმდებლები ტაიპეის მთავრობისადმი ურყევ მხარდაჭერას მუდმივად ხაზს უსვამენ. ამჟამად, აქცენტი ტაივანის არსებული სამხედრო სისტემების შენარჩუნებასა და ბრძანებების შესრულებაზე გაკეთდება, ნაცვლად ახალი შესაძლებლობების შეთავაზებისა, რომელმაც შესაძლოა, ჩინეთთან უკვე მწვავე დაძაბულობა უფრო მეტად გააღვივოს.

ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის შესაძლო გეგმაზე Politico-ს ინფორმაცია სამმა წყარომ მიაწოდა, რომელთაც საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს. თავად თეთრ სახლს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდგომ, ჩინეთმა დემოკრატიულად მართული კუნძულის საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩაატარა. გასულ თვეში პელოსის ტაივანში მოგზაურობა, ჩინეთისთვის აშშ-ის მხრიდან მათ საქმეებში ჩარევის მცდელობად იქნა აღქმული.