ამერიკელმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა JPMorgan Chase-ში აქციები გაყიდა. გარდა ამისა, როგორც მისი კომპანია Berkshire Hathaway-ის ფინანსური დოკუმენტებიდან ირკევევა, ბაფეტს აქციები ასევე PNC-სა და M&T Bank-ში გაუყიდია. როგორც ცნობილია, აღნიშნულ კომპანიებში Berkshire Hathaway-მა აქციები 2020 წლის ბოლო კვარტალში გაასხვისა.
ბაფეტის კონგლომერატმა ასევე შეამცირა აქციები Wells Fargo-ში, ხოლო Bank of America-ში, Bank of New York-ში, US Bancorp-სა და American Express-ში კვლავ ინარჩუნებს აქციებს. უფრო მეტიც კონგლომერატმა დამატებით აქციები იყიდა სადაზღვევო ბროკერ კომპანია Marsh & McLennan-ში.
გარდა ამისა, Berkshire Hathaway-მა გაყიდა აქციები კორონავირუსის ვაქცინის შემქნელ Pfizer-ში, ასევე სამთო-მომპოვებელ კომპანია Barrick Gold-ში. სამაგიეროდ, იყიდა ახალი აქციები ფარმაცევტულ კომპანია AbbVie-ში, Bristol-Myers Squibb-სა და Merck-ში.
ბაფეტის Berkshire-მა ასევე თავის აქტივებს შემატა აქციები სატელეკომუნიკაციო გიგანტ კომპანია T-Mobile-სა და Verizon-ში.