ბათუმის პორტში ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 29,2%-ით შემცირდა. KazMunaiGas-ის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ბათუმის პორტში გადაზიდულმა ნავთობპროდუქტებმა 1.146 მილიონი ტონა შეადგინა, ნაცვლად წინა წლის 1.619 ტონისა.
გასულ წელს, ბათუმის პორტში 3.377 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები გადამუშავდა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.616 მილიონი ტონა იყო.
ქართული პორტები ნავთობპროდუქტებს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან იღებენ.
იანვარ-აპრილში 1,7 მილიონი ტონიდან, 1,6 მილიონ ტონამდე შემცირდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გადამუშავებული ტვირთების მოცულობა.
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 2,1 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,1 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია. 0,1 მლნ ტონით შემცირდა ტვირთების გადამუშავება სუფსის ნავსადგურში და მან 1,3 მლნ ტონა შეადგინა. ყულევის საზღვაო ტერმინალში კი გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 0,7 მლნ ტონამდე გაიზარდა.