ბეზოსი ეკიპაჟთან ერთად კოსმოსში უპილოტო მგზავრობას გეგმავს

ბეზოსი ეკიპაჟთან ერთად კოსმოსში უპილოტო მგზავრობას გეგმავს

მიუხედავად იმისა, რომ ჯეფ ბეზოსი კოსმოსურ რბოლაში რიჩარდ ბრენსონთან ერთხელ უკვე დამარცხდა, მილიარდერი დანებებას კვლავ არ აპირებს და “ისტორიის დაწერას” უკვე მომავალ კვირაში შეეცდება. ამაზონის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კოსმოსში უპილოტო მგზავრობას მოქალაქეებით დაკომპლექტებული ეკიპაჟით აპირებს.

ბეზოსი დამატებით სამკაციანი ეკიპაჟით კოსმოსში უპილოტოდ გამგზავრებას საკუთარი კომპანია Blue Origin-ის ახალი კოსმოსური ხომალდის, Shepard-ის საშუალებით გეგმავს. მგზავრობა კი დაახლოებით 11 წუთს გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, კოსმოსში უპილოტო მოგზაურობისას ეკიპაჟის დანარჩენი წევრები არიან მილიარდერის ძმა მარკ ბეზოსი და 82 წლის მფრინავი ქალბატონი, უოლი ფანკი, რომელიც ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც ოდესმე კოსმოსში გაფრენილა. მათ გარდა კი უპილოტო მგზავრობისას იქნება პირი, რომელმაც აუქციონზე ბეზოსთან ერთად კოსმოსში გაფრენა 28 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ჯეფ ბეზოსის ახალი კოსმოსური ხომალდი, New Shepard-ი, 18.3 მეტრი სიმაღლის, სრულად თვითმართვადი რაკეტაა, რომელიც ხომალდის შიდა სივრციდან არ იმართება. ბეზოსი კი გეგმავს, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის მხოლოდ კომპანიასთან გარკვეულწილად დაკავშირებული პირები იყვნენ, თუმცა არა Blue Origin-ის თანამშრომლები და ასტრონავტები.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სუბორბიტალური ან ორბიტალური ფრენა უპილოტოდ, თუმცა ადამიანებით დაკომპლექტებული ეკიპაჟით შესრულდება.

„ამაზონის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მსგავსი ტიპის მოგზაურობა და დედამიწის კოსმოსიდან დანახვა სრულებით ცვლის როგორც ადამიანს, ასევე მის დამოკიდებულებას პლანეტასა და კაცობრიობასთან.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ჯეფ ბეზოსსა და ინგლისელ მილიარდერ რიჩარდ ბრენსონს შორის კოსმოსში მოგზაურობაზე ბოლო რამდენიმე კვირაა, უფრო და უფრო იძაბება. ბრენსონის პირველი სუბორბიტალური მოგზაურობა კვირას, მისივე კომპანიის, Virgin Galactic-ის რაკეტული თვითმფრინავით შედგა. ფრენისას ბრენსონს თან ახლდა ორი პილოტი, კომპანიის მთავარი ასტრონავტი და წამყვანი ინჟინერი.

რაც შეეხება ბეზოსს, New Shepard-ის მგზავრობაც, ბრენსონის მსგავსად, ორბიტაში არ შედის, თუმდა დაკომპლექტებული იქნება 62 მგზავრით და 100 კილომეტრს გაივლის, სანამ კაპსულა უკან პარაშუტით დაბრუნდება. ბრენსონის რაკეტა კი მხოლოდ 86 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. ხოლო რაც შეეხება მასკს და მის SpaceX-ს, მილიარდერი ბიზნესმენი სექტემბერში აანონსებს მოსახლეობით დაკომპლექტებული ეკიპაჟის Crew Dragon-ის კაპსულით კოსმოსში გაგზავნას, თუმცა ეს კოსმოსური მოგზაურობა უკვე რამდენიმე დღეს გასტანს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *