სტამბოლის აეროპორტის ოპერატორმა $6.9 მილიარდი სესხის რეფინანსირებით უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია

სტამბოლის აეროპორტის ოპერატორმა $6.9 მილიარდი სესხის რეფინანსირებით უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია

IGA- მ, სტამბოლის აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ $6.9 მილიარდი სესხის რეფინანსირება მოახდინა. კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, შეთანხმება ბანკსა და მათ შორის მაისში იქნა მიღწეული. ეს თურქეთში ყველაზე დიდი სესხის რეფინანსირების ფაქტია.

Bloomberg–თან  IGA–ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ რეფინანსირების შედეგად,  სესხის დაფარვის ვადა ორი წლით 2033 წლამდე გახანგრძლივდა და ამასთან, შემცირდა  საპროცენტო განაკვეთი.

Bloomberg–ის ანგარიშში ასევე საუბარია ბანკებზე, რომლებიც რეფინანსირების პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის არიან თურქეთის საფინანსო სექტორის ისეთი მსხვილი მოთამაშეებია, როგორიცაა ზირაათ ბანკი (Ziraat Bank), ჰალკ ბანკი (Halkbank), ვაკიფ ბანკი (VakıfBank), დენიზ ბანკი (Denizbank) და ქიუ-ენ-ბი ფინანს ბანკი (QNB Finansbank).

2019 წელს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ IGA მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვადასხვა ბანკთან 5 მილიარდი ევროს სესხის რეფინანსირების მიზნით.

Bloomberg– ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აეროპორტების სახელმწიფო გენერალურმა დირექციამ (DHMI) IGA–ს კონტრაქტის პირობები მას შემდეგ შეუმსუბუქა, რაც თვალნათელი გახდა პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური მოგზაურობის კოლაფსი. საშეღავათო პაკეტი მოიცავდა გარკვეულ ფასდაკლებებსა და მეტ საშეღავათო პერიოდს ყოველწლიურ გადასახადებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *