BGEO ჯგუფი საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად იყოფა

BGEO ჯგუფი საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად იყოფა

BGEO ჯგუფი ბიზნესების განცალკევებაზე აცხადებს – საქართველოს ბანკი და ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესი ცალკე კომპანიებად ყალიბდება. აქამდე BGEO ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა როგორც ბანკი, ასევე საინვესტიციო ბიზნესი. საინვესტიციო ბიზნესში კი ერთიანდება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, Georgia Global Utilities, – რომელიც ფლობს GWP-ს; სამშენებლო კომპანია m 2; თელიანი ველი. 

ორი ერთეულის განცალკევებით ჯგუფი ბიზნესის განვითარებას და ზრდას ელოდება. 

ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესში გადაინაცვლებს სადაზღვევო კომპანია Aldagi. ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს კახა კიკნაველიძე შინარჩუნებს, ბანკის არააღმასრულებელი თავმჯდომარე გახდება ნეილ ჯანინი, რომელიც აქამდე BGEO ჯგუფის არააღმასრულებელი თავმჯდომარე იყო. 

საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გამოყოფის შემდეგ, BGEO Investment-ში შევა საქართველოს ბანკის 9,9%-იანი წილი და სადაზღვევო კომპანია ალდაგი. 

BGEO Investment-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური იქნება.