ბილ გეითსი წლის ბოლომდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ ელოდება

ბილ გეითსი წლის ბოლომდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ ელოდება

Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს არ სჯერა, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის აშშ-ის შესაბამისი უწყებისგან დამოწმებას კორონავირუსის რომელიმე ვაქცინა მიიღებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის კი ეს ძალზე ცუდი ამბავია, ვინაიდან თეთრი სახლის ლიდერი მოსახლეობას ვაქცინის გამოჩენას არჩევნებამდე ჰპირდებოდა.

როგორც CNBC წერს, გეითსი ვაქცინის დამზადებას წელს არ მოელის, თუმცა მომავალი წლისთვის მილიარდერი ორ ან სამ დამოწმებულ ვაქცინას იმედოვნებს. ამასთან ერთად, ბილ გეითსმა დაასახელა Pfizer-ი, როგორც ვაქცინაზე მომუშავე მოწინავე კომპანია. 

არ ვფიქრობ რომ ვაქცინას დეკემბერში ან იანვარში მივიღებთ. ამ დროისთვის, კლინიკური დამოწმების მესამე ფაზას რამდენიმე ვაქცინა გადის. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წარმატებულად დასრულდა, ერთადერთი კომპანია, რომელიც ოქტომბრისთვის ლიცენზიას მოიპოვებს, არის Pfizer-ი”, – აღნიშნა გეითსმა. 

ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეითსების მიერ დაფუძნებულმა “გეითსების ფონდმა” ვაქცინაზე მომუშავე რამდენიმე კომპანია უკვე დააფინანსა, მათ შორის არის Pfizer-იც. გარდა ამისა, ფონდი აქციებს ფლობს კომპანია Pfizer-ში, Johnson & Johnson-ში და Merck-შიც.

“კლინიკური დამოწმების პირველ და მეორე სტადიაში ანტისხეულების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ მესამე სტადიაც წარმატებით დასრულდება”, – აცხადებს ბილ გეითსი Pfizer-ის ვაქცინის შესახებ. 

შეგახსენებთ, კლინიკური დამოწმების მესამე სტადიას კიდევ ორი ვაქცინა გადის, Moderna-ს და კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *