უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულებამ $57,000-ს გადააჭარბა და ახლა მისი ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა. კრიპტოანალიტიკოსების მოსაზრებით, ღირებულების მკვეთრი ზრდა იმის დამსახურებაა, რომ ბიტკოინის შესყიდვით ბოლო პერიოდში მსხვილი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები უფრო აქტიურად ინტერესდებიან.
საკუთარი ღირებულების 2-წლიან მაქსიმუმს მიაღწია მეორე ყველაზე მსხვილმა კრიპტოვალუტა ეთერიუმმაც. მისი ღირებულება ამჟამად $3,200-ს შეადგენს.
ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 10%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც კრიპტოინვესტორმა, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია MicroStrategy-მ განაცხადა, რომ $155 მილიონად დამატებით 3,000 ბიტკოინი შეიძინა.
მანამდე, კრიპტოვალუტის ფასის ზრდას დიდი ბიძგი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბიტკოინის საფონდო ინდექსებით (ETF) ვაჭრობის ნებართვის გაცემამ მისცა.