ბიტკოინის ფასი 27%-ით შემცირდა

ბიტკოინის ფასი 27%-ით შემცირდა

მას შემდეგ, რაც Tesla-მ განაცხადა, რომ ბიტკოინს აღარ მიიღებს, კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად შემცირდა. ამ კვირაში ბიტკოინის ფასმა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ჩინეთის მიერ ციფრული მარეგულირებელი აქტივობებითაა გამოწვეული, რამაც $700 მილიარდის ღირებულების ბიტკოინის „წაშლა“ გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, კრიპტოვალუტის ფასი 27%-ითაა შემცირებული.

სხვა კრიპტოვალუტის ფასების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ეთერიუმი – 30%, Binance’s BNB – დაახლოებით 40%, ხოლო dogecoin-ის ფასი 20%-ითაა შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ბიტკოინის ფასი $36.360-ს უტოლდებოდა, რაც თებერვლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბიტკოინის ფასის დაცემა  განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმის გათვალისწინებით,რომ ერთი თვის წინ კრიპტოვალუტამ ისტორიულად უმაღლეს მაჩვენებელს – $63.000 მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მხრიდან ციფრული აქტივების გამოყენებით ფინანსური ინსტიტუციების „გამოსწორებამ“ ეჭვქვეშ დააყენა კრიპტოვალუტების სანდოობა. მათი წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ვალუტით მანიპულირება „უკიდურესად მარტივია“. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თავად ილონ მასკმა მომხმარებლებს კრიპტოვალუტის აქციებში ინვესტირებისას სიფრთხილისკენ არაერთხელ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა, რომელიც საკუთარ კრიპტოვალუტას ავითარებს, ფინანსურ კომპანიებს სხვა ციფრული ვალუტებით ვაჭრობისთვის მომსახურების გაწევაც აუკრძალა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *