ბიზნესის გაციფრულება "ბილაინის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია

ბიზნესის გაციფრულება "ბილაინის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია

როგორ შეიცვალა მოთხოვნა ტელეკომ პროდუქტებზე  და რა სიახლეებია მოსალოდნელი უახლოეს მომავალში, ამ და სხვა საკითხებზე, Forbes Georgia, ბილაინის ბიზნესოპერაციების დირექტორ, ლაშა ტაბიძეს ესაუბრა.

ბოლო პერიოდმა ნათლად აჩვენა, რომ ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის გაციფრულება უმნიშნელოვანესი ფაქტორია. მსოფლიოში ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა პანდემიამ მისი ტემპი უფრო მეტად დააჩქარა. შესაბამისად ის კომპანიები, რომლებიც ციფრული სტრატეგიით მოქმედებდნენ და ციფრულ პროდუქტებს ავითარებდნენ, მარტივად ადაპტირდნენ ახალ გარემოში. ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ასეთი ბრენდია ბილაინი.

წლების წინ ციფრული მიმართულება “ბილაინი”-ს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გახდა და მას შემდეგ კომპანია სულ უფრო ანვითარებს ინოვაციებისა და ციფრულ მიმართულებას.    

თქვენი მომხმარებელი, ზოგადად, გამოირჩევა ინტერნეტის აქტიური მოხმარებით და ციფრული მომსახურება მათთვის უცხო არაა. ამის მიუხედავად, ხომ არ შეიმჩნევა ციფრული პროდუქტებისა და თვითმომსახურების მიმართ უფრო დიდი მოთხოვნა პანდემიის ფონზე? თუ კი, რამდენად ფიქრობთ ამ მიმართულებით ბრენდის კიდევ უფრო განვითარებას?  

ყველა ბიზნესი და, მთლიანობაში, ყველაფერი მსოფლიოში ძალიან სწრაფი ტემპებით მიდიოდა გაციფრულებისკენ, თუმცა პანდემიამ ეს ტემპები კიდევ უფრო დააჩქარა და რეალობა სწრაფად შეცვალა. ციფრული სერვისები ქმნის კომფორტს და გვაზოგინებს დროს. შესაბამისად, მათი მოხმარება უკვე ყოველდღიური რეალობაა. რა თქმა უნდა, ციფრული პროდუქტების მოხმარება და საზოგადოების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ისეთ შეთავაზებებს, როგორებიცაა: ენის შესწავლის პლატფორმა Bussu, ბილაინის თამაშები და სხვა.  

ბილაინმა გაციფრულების პროცესი და ციფრული პროდუქტების განვითარება სტრატეგიულად წლების წინ დაიწყო და ასეც გავაგრძელებთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ახალ რეალობაში აბსოლუტურად ყველა ბიზნესი და ბრენდი განვითარდება ციფრული მიმართულებით.  

ბილაინის ცხელ ხაზზე დარეკვისას, სიახლე გხვდება – ხმოვანი ასისტენტი ახლა უკვე კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებულ შეთავაზებასაც იძლევა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ არხის მეშვეობით პერსონალიზებული შეთავაზებების გაკეთება და კიდევ რა სიახლე აქვს ბილაინს ამ მიმართულებით?  

ჩვენს ბიზნეს სტრატეგიაში მომხმარებელი ცენტრალური ფიგურაა და ყველა გადაწყვეტილების მიღების, ახალი პროდუქტის გაშვებისა თუ მომსახურების გაუმჯობესების პროცესში ჩვენ ვმოქმედებთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

მოგეხსენებათ, რომ ტელეკომში აბონენტთა მომართვიანობის დიდი წილი სატელეფონო ცენტრზე მოდის. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფოკუსირდით არა მხოლოდ ციფრულ არხებზე, არამედ სატელეფონო ცენტრზეც, რათა მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენთან დაკავშირებისთვის ამ საკომუნიკაციო არხს ირჩევენ, ისევე უმარტივესად შეეძლოთ მომსახურების მიღება როგორც ბილაინის აპლიკაციაში თუ სხვა ციფრულ არხებშია შესაძლებელი.

განახლებული ხმოვანი ასისტენტი (ე.წ. SMART IVR) აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიაქტიუროს ან გამორთოს ნებისმიერი მომსახურება, მიიღოს ინტერნეტ პარამეტრები, გადავიდეს ონლაინ ჩატში და რაც მთავარია – თითოეულმა მათგანმა მიიღოს პერსონალურად მასზე მორგებული, მოხმარების პარამეტრების შესაბამისი შეთავაზება. გარდა ამისა, სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციისა და აქტივაციის კოდების მიღების კიდევ უფრო გამარტივებისთვის, შევქმენით სპეციალური ხაზი – 0777.   

ბილაინი პირველი კომპანიაა ქართულ ტელეკომ ბაზარზე, ვინც მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი შესთავაზა აბონენეტებს. როგორ მიეჩვია მომხმარებელი ჩატ-ბოტის გამოყენებას და რა ახალი ფუნქციები დაემატა “სუპერ ბი“ -ს?  

ჩვენ წლების წინ დავნერგეთ ვირტუალური ასისტენტი, რომელსაც რა თქმა უნდა არ ქონდა ისეთი ფუნქციური შესაძლებლობები, როგორიც ახლანდელ ჩატ-ბოტს – სუპერ ბი. თუმცა, ციფრულმა ასისტენტმა, მომხმარებლებში ინტერესი თავიდანვე გამოიწვია.

“სუპერ ბი“  2019 წელს შემოუერთდა ჩვენს ციფრულ სამყაროს და მას შემდეგ ვითარდება. თავიდან ის მხოლოდ ქართულ ენაზე და Facebook Messenger-ის მეშვეობით ესაუბრებოდა მომხმარებელს და აწვდიდა სხვადასხვა ინფორმაციას. თუმცა განვითარების რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, ის უკვე საუბრობს და ასრულებს დავალებებს სამ ენაზე, ინტეგრირებულია ჩვენს ვებგვერდზე beeline.ge და   შეუძლია როგორც კონსულტაციის გაწევა, ასევე მომხმარებლისთვის მისი ბალანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროდუქტების აქტივაცია/დეაქტივაცია და ბალანსის შევსება – პრინციპში ყველა ტელკო სერვისის მიწოდება.
ჩვენი ჩატ-ბოტის ფუნქციონალის განახლება მუდმივად მიმდინარეობს, რადგან ის სისტემური ასისტენტია, რომელიც თითოეული დიალოგისგან იძენს ახალ შესაძლებლობებს და ვითარდება, რათა უფრო კომფორტულად და სწრაფად მოემსახუროს მომხმარებელს. 

მობილური ინტერნეტი ბილაინის მთავარი მიმართულებაა – არაერთხელ გვსმენია თქვენგან, რომ კომპანიის პრიორიტეტია, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომი იყოს. ბოლო დროს აქტიურად ანახლებთ ინტერნეტპაკეტებს და ამრავალფეროვნებთ. თქვენი დაკვირვებით, ასე უფრო პოულობს მომხმარებელი მასზე მორგებულ შეთავაზებას?

ჩვენი ბიზნესსაქმიანობისთვის აუცილებელია ვიცოდეთ რა მოსწონთ აბონენტებს, რას იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა არის მათთვის ფასეული. შემდგომ კი, სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე შევქმნათ და შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს აგრძნობინებს რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რა სურთ მათ. ბილაინში მუდმივად ვანახლებთ და ვაუმჯობესებთ პროდუქტულ შეთავაზებებს, რათა თითოეული მათგანი მაქსიმალურად იყოს მორგებული აბონენტის საჭიროებებზე. ახალი პაკეტი “ინტერნეტ მაქსი“ სწორედ მომხმარებლების მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. ეს არის სრულიად ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მოიცავს დღის განმავლობაში უამრავ მეგაბაიტს, ხოლო ღამით (00.00-დან 08:00-მდე) ულიმიტო ინტერნეტს.

ამ სიახლის გარდა, როგორც აქამდე, მომხმარებლებს მუდმივად ვახალისებთ პარასკევის მრავალფეროვანი აქციებით – Crazy Friday.  

როგორც გვახსოვს, ანდროიდის მომხმარებელთა შორის ჩამოტვირთვებით ბილაინის MyBeeline აპლიკაცია ყველაზე პოპულარულია. იზრდება თუ არა აპლიკაციის მოხმარება ბოლო დროს, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, როდესაც მომხმარებელი ნაკლებად გადის სახლიდან და რა ტიპის ოპერაციებს ასრულებენ აპლიკაციით?

ბილაინის აპლიკაცია არის “ბილაინის ოფისი შენს ტელეფონში“ და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის – აპლიკაციის შექმნისას ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ, იმისათვის, რომ მისი გამოყენება ყოფილიყო ძალიან კომფორტული და მისი მეშვეობით მომხმარებელს დამოუკიდებლად შეძლებოდა კომპანიის აბსოლუტურად ყველა სერვისისა და პროდუქტის მიღება. ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომამ მიგვიყვანა იმ დიდ წარმატებამდე, რომ 1 მილიონზე მეტი გადმოტვირთვა გვაქვს. MyBeeline  აპლიკაციის მომხმარბელთა ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია და ცხადია – პანდემიით გამოწვეული შეფერხებების ფონზე, ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

პანდემიის ფონზე, თქვენს ინტერვიუებშიც არაერთხელ გიხსნებიათ, რომ ტელეკომ ინდუსტრიმაც განიცადა მნიშვნელოვანი კლება შემოსავლებში, განსაკუთრებით როუმინგის ფაქტობრივად განულებისა და, მეორეს მხრივ, ქვეყანაში ტურისტების არარსებობის შედეგად. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება დააბალანსოს ეს დანაკლისი, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია მოკლე ვადაში?  

პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე, რაც თავისთავად მოიცავს ჩვენს სექტორსაც.  ტელეკომის შემოსავლები 2020 წლის დასაწყისიდან ზრდის ტემპებით გამოირჩეოდა, თუმცა Covid 19-ის ზემოქმდებით, პირველ კვარტალში ზრდის ტემპები არა მხოლოდ შენელდა, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით კლება დაფიქსირდა.  

ეს შედეგი რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს: პირველ რიგში ქვეყნების დაკეტვა საერთაშორისო მიმოსვლისთვის, რამაც გამოიწვია როგორც ტურიზმიდან, ასევე როუმინგის სერვისებიდან მიღებული შემოსავალის ფაქტობრივად განულება. გარდა ამისა, ე.წ. ლოქდაუნს მოყვა როგორც ადგილობრივი გაყიდვებისა და აქტივობების, ასევე მობილობის შემცირება, რაც პირდაპირ აისახა მობილური ინტერნეტის მოხმარებაზე, კერძოდ კი მოხდა wifi-ზე კონცენტრირება.

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს მკვეთრი ზეგავლენა ბიზნესზე, ტელეკომისთვის არის მოკლე და საშუალოვადიანი. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან ტელეკომის ბიზნესი ნორმალიზაციას დაიწყებს.

Covid-19-მა ერთის მხრივ მკვეთრი საშუალოვადიანი ნეგატიური ეფექტი იქონია შემოსავალზე, თუმცა მეორეს მხრივ მნიშვნელოვნად გაზარდა ციფრული პროდუქტებისა და არხების მოხმარება.  

ტელეკომის როლი ციფრულ სამყაროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ამ მიმართულებით ბიზნესის ზრდას ველოდებით – როგორც შემოსავლების, ასევე ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რიცხვის კუთხით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *