საქართველოში პირველად გამოჩნდა ახალი Rolls-Royce Black Badge Ghost. უახლოეს დღეებში დედაქალაქის ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლები პირველ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს კლიენტებისთვის გამართულ ექსკლუზიურ მიღებებზე.
Rolls-Royce Motor Cars ყოველთვის იზიდავდა ადამიანებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ თავიანთი სტატუს-კვო – ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც გამოწვევას უცხადებენ შეუძლებელს და არც რისკზე წასვლას ერიდებიან წარმატების მისაღწევად. 2020-იან წლებში ეს ლიდერი ადამიანები ფუფუნების საგნებთან ურთიერთობას საკუთარი წესებითა და პირობებით წარმართავდნენ. მათ შექმნეს ფუფუნების ახალი კოდები, მათივე გრძნობების გამოძახილის შესაბამისად: შედარებით მუქი ესთეტიკა, შეუპოვარი ხასიათი და კიდევ უფრო თამამი დიზაინი. ეს მიდგომა არც Rolls-Royce-ის ავტომობილების მიმართ შეცვლილა.
Ghost-ის კლიენტების ცალკეული კატეგორია – ვინც აფასებს მინიმალიზმსა და მატერიალურ სუბსტანციას – ითხოვდა რევოლუციური იერსახის Ghost-ის შექმნას.
Rolls-Royce-მაც შესაბამისად უპასუხა ფერთა ახალი პალიტრით, ზედაპირების მაღალტექნოლოგიური დამუშავებით და მართვის კიდევ უფრო მეტად მძლავრი შთაბეჭდილებებით, თანაც იმ სიმსუბუქის შეგრძნების შენარჩუნებით, რომელმაც კლიენტების ეს თამამი ჯგუფი Rolls-Royce-ის ბრენდისკენ მიიზიდა. Black Badge Ghost-ი Post Opulence-ის უფრო მუქი მხარეა: უკიდურესი მინიმალიზმი.
ღონისძიებას უმასპინძლა Rolls-Royce Motor Cars Baku-მ, ამიერკავკასიაში Rolls-Royce-ის ერთადერთმა ოფიციალურმა სავაჭრო წარმომადგენლობამ. ბაქოს ცენტრის მენეჯერმა ნურლან ფანალიმ განაცხადა: „გასული წლის სექტემბერში თბილისში გამართულ Rolls-Royce Ghost-ის პრეზენტაციას საქართველოში მცხოვრები ჩვენი კლიენტების საოცარი გამოხმაურებები მოჰყვა. Black Badge Ghost-ი Black Badge-ის ყველაზე პროგრესული მოდელია. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო გააფართოებს Rolls-Royce-ის ზონას თქვენს ქვეყანაში“.
დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: „სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ Rolls-Royce-ი საქართველოში კიდევ ერთ ახალ მოდელს წარადგენს. ახალი Rolls-Royce-ის გაცნობის შესაძლებლობა გამორჩეული მოვლენაა, ამიტომაც მეამაყება, რომ ბრიტანული დიზაინის, პროექტირებისა და წარმოების ეს შესანიშნავი მაგალითი ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს საქართველოში“.
კლიენტს შეუძლია შეარჩიოს 44 000 მზა ფერიდან ერთ-ერთი ან შექმნას საკუთარი უნიკალური ელფერი შეკვეთით. მიუხედავად ამისა, იმ ქალებისა და მამაკაცების დიდმა უმრავლესობამ, ვინც Ghost-ის უფრო მუქ იერსახეს ითხოვდა, საფირმო შავი ფერი შეარჩია. საავტომობილო ინდუსტრიაში ყველაზე მუქი შავი ფერის მისაღებად 100 ფუნტ (45 კგ) საღებავს შეფრქვევით დაიტანენ ელექტროსტატიკურად დამუხტულ თეთრი ფერის ფუძით დაფარულ კორპუსზე, ღუმელში გაშრობის წინ. შემდეგ ავტომობილი იფარება გამჭვირვალე ლაქის ორი ფენით, ოთხი ოსტატისგან შემდგარი გუნდი კი ხელით აპრიალებს მას – ასე იქმნება საფირმო გალაქული ზედაპირი როიალისებრი ბრწყინვალების ეფექტით.
Rolls-Royce-ის ლეგენდარული სიმბოლოები, როგორიცაა საოცრად ნატიფი ფიგურა Spirit of Ecstasy და Pantheon-ის ცხაური შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ ეს კომპონენტები ჩვეულებრივად შეღებილიყო, ქრომირების ტრადიციულ პროცესში ჩაერთო სპეციალური ელექტროლიტური ქრომი, რომელიც უჟანგავი ფოლადის სუბსტრატზე დაიტანება და ამუქებს ზედაპირს. მისი საბოლოო სისქე მხოლოდ ერთ მიკრომეტრს შეადგენს – ადამიანის თმის ღერის სიგანის ერთ მეასედს.
ინჟინრებმა შექმნეს სვლის გამოკვეთილი ხასიათი, რომელიც შეესაბამებოდა Black Badge Ghost-ის ვიზუალურ ჩანაფიქრს, საფირმო ძალდაუტანებელი მართვისა და სრულყოფილი აკუსტიკური რეგულირების შენარჩუნებით.
Rolls-Royce-ის ორმაგი ტურბოჩაბერვის 6,75 ლიტრიანი V12 ორმაგი ტურბო ძრავის სიმძლავრე საკმარისად ჩაითვალა. თუმცა, ამ სახელგანთქმული ძალური აგრეგატის პოტენციალი გამოიყენეს დამატებით 29 PS-ის გამოსამუშავებლად, რის შედეგადაც საერთო სიმძლავრემ შეადგინა 600 PS. Rolls-Royce-ის ყველა ავტომობილისთვის დამახასიათებელი ერთიანი შეუცვლელი მექანიზმის შეგრძნებაც გაძლიერდა მგრეხი ძალის 50 NM-ით გაზრდის ხარჯზე, რაც ჯამურად 900 NM-ს შეადგენს.
„შესანიშნავია საქართველოში დაბრუნება და დღეს Ghost-ის ალტერ ეგოს წარმოდგენა, – აღნიშნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Rolls-Royce Motor Cars-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა ფრენკ ტიმანმა ღონისძიებაზე და განაგრძო, – Black Badge Ghost-ი სრული მემკვიდრეა Black Badge-ის სულისკვეთებით გაჟღენთილი Rolls-Royce-ის გენეალოგიისა, იდუმალებისა და მაქსიმალური ფუფუნების იდეალური ინტერპრეტაცია კი სხვა განზომილებაში გადააქვს“.