Bonpara - მომხმარებლებსა და ბიზნესებზე ორიენტირებული პლატფორმა

Bonpara - მომხმარებლებსა და ბიზნესებზე ორიენტირებული პლატფორმა

Bonpara აზერბაიჯანული სტარტაპია, რომელიც ორხან აჰმადოვმა და ნიჯატ ასადოვმა დააფუძნეს. პლატფორმა საკუთარ მომხმარებლებს ეხმარება, დაზოგონ რაც შეიძლება მეტი ფული, ბიზნესს კი ეხმარება მეტი პროდუქტი გაყიდოს და ახალი მომხმარებლები მოიზიდოს.

Bonpara ცოტა ხნის წინ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. სტარტაპის მისიის შესახებ დეტალურად მის დამფუძნებლებს გავესაუბრეთ.

მოკლედ გვიამბეთ, საიდან გაჩნდა Bonpara-ს შექმნის იდეა?

Bonpara არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება, დაზოგონ ფული და მიიღონ ქეშბექი ონლაინ შოპინგიდან. გარდა იმისა, რომ Bonpara ემსახურება ჩვეულებრივ ინტერნეტ მომხმარებლებს, ჩვენ კომპანიებს ასევე სთავაზობს whitelabel გადაწყვეტილებებს; რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ კომპანიას ან სტარტაპს შეუძლია შექმნას საკუთარი ლოიალობის ქეშბექ-პლატფორმა მხოლოდ რამდენიმე დღეში, ჩვენი გადაწყვეტის გამოყენებით.

Cashback-ის პლატფორმის იდეა ახალი არ არის, უბრალოდ აზერბაიჯანული ბაზრისთვის მსგავსი პროდუქტები აქამდე არ არსებობდა და მოსახლეობა საამისოდ სხვა ქვეყნების გადაწყვეტებს იყენებდა. ასე რომ, ვიფიქრეთ, შეგვექმნა საკუთარი ქეშბექ-პლატფორმა, რომელიც ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს დააკმაყოფილებდა.

ჩვენს სერვისს, ძირითადად, საჭიროებენ ბანკები, ავიაკომპანიები, ლოგისტიკის კომპანიები, მობილური ოპერატორები და მსგავსი დაწესებულებები, რომელთა მომხმარებლები რეგულარულად ყიდულობენ პროდუქტს ონლაინ. ჩვენს სერვისს ამჟამად 50-მდე კომპანია იყენებს.

ვინ არიან Bonpara- დამფუძნებლები და რა ბექგრაუნდი აქვთ მათ ამ სფეროში?

ორხან აჰმადოვი – პროექტის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, აქვს 10+ წლიანი გამოცდილება ლოიალობის პროგრამებისა და ელექტრონული კომერციის პროექტების შექმნაში. დაამთავრა ქაფყაზის უნივერსიტეტი აზერბაიჯანში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით. აზერბაიჯანში 2012 წელს გამოუშვა პირველი Cashback პლატფორმა ოფლაინ შოპინგისთვის. ასევე ჩართული იყო ელექტრონული კომერციის წარმატებული პროექტებისა და ლოიალობის პროგრამების შექმნაში, აზერბაიჯანში.

ნიჯატ ასადოვი – პროექტის თანადამფუძნებელი და CTO. მუშაობდა რამდენიმე სტარტაპსა და სამთავრობო პროექტზე (ASAN). აქვს ელექტრონული კომერციის, ლოიალობის პროგრამებისა და საერთაშორისო ლოგისტიკის პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების გამოცდილება.

ჩვენ ერთად მოვიგეთ რამდენიმე სტარტაპ კონკურსი, როგორებიცაა: New Idea 2016, SeedStars Azerbaijan 2016, Millinet (ნაციონალური ინტერნეტ ჯილდო) 2013, 2015, 2016 სხვადასხვა სტარტაპებითა და პროექტებით.

დეტალურად გვიამბეთ, რას სთავაზობს Bonpara მომხმარებლებს და რა პრობლემას წყვეტს ის?

თავდაპირველად ჩვენს მომხმარებლებს ტრადიციულად ვთავაზობდით ქეშბექს, მაგრამ შემდეგ დავინახეთ, რომ არსებობს უამრავი კომპანია, რომლებიც თავიანთი მომხმარებლებისთვის მსგავსი სერვისების ონლაინ შოპინგიდან შეთავაზებისთვის იბრძვიან. ქეშბექის სერვისის განვითარებას დიდი დრო და ფული სჭირდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დავეხმაროთ ამ კომპანიებს მსგავსი სერვისების შექმნაში რაც შეიძლება სწრაფად, რათა მათ შეძლონ ფოკუსირება ძირითად ბიზნესზე და მიაწოდონ ლოიალობის პროგრამა მომხმარებლებს.

როგორი იყო თქვენი სტარტაპის პირველი ნაბიჯებიგვიამბეთ იმ პერიოდის შესახებ, როცა ეს საქმე დაიწყეთ.

ჩვენ 3 თვე დავხარჯეთ პროდუქტის პირველი ვერსიის შემუშავებაზე და ერთი თვის შემდეგ შევძელით ფულის შეგროვება ჩვენივე მეგობრებისგან. თავიდან გვეგონა, რომ ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა აპირებდა მის გამოყენებას ჩინეთიდან შოპინგისთვის (Aliexpress), მაგრამ 2020 წლის დასაწყისში თურქული ელექტრონული კომერციის ვებგვერდების მიმართ დავინახეთ მკაფიო ინტერესი. ასე დავიწყეთ თურქული ონლაინ მაღაზიების ინტეგრაცია და შევძელით ხალხის ყურადღების მიპყრობა.

აქამდე თუ მიგიღიათ სხვა ტიპის აქსელერატორში მონაწილეობა?

Bonpara-ზე მუშაობის დასაწყისში მივმართეთ Bakcell Applab-ისა და Innoland-ის მიერ ორგანიზებულ ინკუბაციის პროგრამას, რომელიც ბაქოში, აზერბაიჯანი (2020) ჩატარდა. ამ დროისთვის სტარტაპი MVP-ის ეტაპზე იყო. ჩვენ ასევე შევუერთდით და მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამაში, სტარტაპ კონკურსებში, როგორებიცაა: SeedStarsWorld 2016, TechCrunch Disrupt SF 2016, Traction Camp; ტრენინგი სტარტაპებისთვის Silicon Valley-ში, Startup Turkey 2017 და ა.შ.

რატომ გაგიჩნდათ სურვილი, შეგევსოთ 500Georgia- აპლიკაცია?

როგორც გუნდი, ჩვენ ვეძებდით შესაძლებლობებს, რომ ჩვენი პროექტი ახალ ბაზრებზე გაგვეშვა, მაგრამ გვეგონა, რომ ეს გაგვიჭირდებოდა სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. ასე რომ, როდესაც გავიგეთ 500Georgia-ს შესახებ, მალევე გადავწყვიტეთ ამ პროგრამაზე განაცხადის შეტანა.

როგორც მეწარმეები, გავლილი გვაქვს წინა წლებში საქართველოში ჩატარებული სტარტაპების ტრენინგები (2015) და სამოქალაქო საზოგადოების ჰაკათონი (2019). ასე რომ, ჩვენთვის საქართველო არის ძალიან ძვირფასი და ახლო ქვეყანა, სადაც თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

როგორი მოლოდინები გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით?

პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ბრენდი 500 Global საკმარისად ძლიერია და აქვს ინვესტორთა დიდი ქსელი. პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენი ძირითადი აქცენტი იქნება „Fundraising“, ანუ უმეტესად ყურადღებას გავამახვილებთ ინვესტიციების მოზიდვასა და გაყიდვების გაზრდაზე. ვიმედოვნებთ, რომ აქსელერაციის პროგრამის განმავლობაში მივიღებთ საჭირო ცოდნას.

როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობას აძლევს 500Georgia სტარტაპებს და რატომაა მნიშვნელოვანი მათთვის ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

აქ ჩვენ გვასწავლიან ყველა საჭირო მონაცემის სისტემატიზაციას და მათ გაანალიზებას უკეთესი შედეგების მისაღებად. ცხადია, ამ პროგრამაში ნებისმიერი სტარტაპის დამფუძნებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ის, რომ ეს საქართველოში ხდება, დიდი შესაძლებლობაა რეგიონის სტარტაპებისთვის.

დაბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი სტარტაპი ამჟამად ოპერირებს აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე. თუმცა, ვგეგმავთ ჩვენი სერვისების გაფართოებას და გაშვებას სხვა ბაზრებზე, როგორებიცაა: საქართველო, ცენტრალური აზია და MENA.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *