სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ხუთშაბათს საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომობილი წარადგინა. ავტომობილი გაყიდვაში, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში ჩაეშვება. ელექტრომობილების ბაზარზე შესვლით, Xiaomi-ს წამყვან ავტომწარმოებლად გადაქცევისა და მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში თავის დამკვიდრების ამბიციები აქვს.
Xiaomi-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლეი ძუნის განცხადებით, მათი კომპანიის მიერ წარდგენილ სედანს, სახელწოდებით SU7-ს (SU შემოკლებით, SU Speed Ultra), „სუპერელექტროძრავის“ ტექნოლოგია აქვს. ტექნოლოგია ავტომობილს იმაზე სწრაფი აჩქარებით უზრუნველყოფს, ვიდრე Tesla-სა და Porsche-ს ელექტრომობილებს აქვთ.
ცნობისთვის, SU7-ის მოდელს Xiaomi-ის პოპულარულ სმარტფონებთან და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან საერთო ოპერაციული სისტემა ექნება, რაც მძღოლისთვის კომპანიის მობილური აპლიკაციების არსებულ პორტფოლიოზე შეუფერხებელ წვდომას უზრუნველყოფს.
ახალი ელექტრომობილი კი გაყიდვაში რამდენიმე თვეში ჩაეშვება, იმ დროს, როდესაც ჩინეთის ავტომობილების ბაზარზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესია, ავტომობილებზე მოთხოვნა იკლებს, მიწოდება კი გადაჭარბებულია.
თუმცა ეს არ აკავებს თავად Xiaomi-ს, საკმაოდ ამბიციური გეგმები დაისახოს, მომდევნო 15-20 წელიწადში მსოფლიოს ტოპ-5 ავტომწარმოებელს შორის მოხვდეს და სრულად ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიაც გააუმჯობესოს. „ჩვენი გეგმები გულისხმობს საოცნებო მანქანის შექმნას, რომელიც Porsche-სა და Tesla-ს გაუწევს კონკურენციას“, – დასძინა ლეი ძუნმა.