დებმა კარდაშიანებმა ყოფილ ბიზნესპარტნიორს მილიონიანი სასამართლო პროცესი მოუგეს

დებმა კარდაშიანებმა ყოფილ ბიზნესპარტნიორს მილიონიანი სასამართლო პროცესი მოუგეს

მანამ სანამ KKW Beauty და Kylie Cosmetics-ი ცნობილი გახდებოდა, არსებობდა მაკიაჟის ხაზი – Kardashian Beauty.  მისი გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ დებმა – კორტნიმ, კიმმა და კლოიმ სასამართლო პროცესი მოიგეს.

კალიფორნიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, კარდაშიანებს ეკუთვნოდათ $11.5 მილიონი Hillar Capital-დან. დებმა დამატებით $2 მილიონი მიიღეს, რათა ანაზღაურებოდათ პირველ სააპელაციო სასამართლოში თავდაცვისთვის დახარჯული თანხა.

კარდაშიანების აღნიშნული მაკიაჟის ხაზი 2012 წელს გამოვიდა, Boldface-ის ლიცენზირებითა და ბრენდინგით. კომპანია საინვესტიციო ფირმა Hillar Capital-მა შეიძინა. კარდაშიანების სილამაზის ხაზში იყიდებოდა ხელოვნური წამწამები, თმის უთო და შამპუნი. იმ პერიოდისთვის საკუთარი რეალიტი-შოუთი  ცნობილი დებისთვის წინასწარ $1 მილიონი უნდა გადაეხადათ, ამასთანავე კარდაშიანებს ეკუთვნოდათ სალიცენზიო გადასახადი, რადგან კომპანია იყენებდა მათ სახელს და კავშირს პროდუქციასთან.

2016 წლისთვის დების ურთიერთობა კომპანიასთან დაიძაბა. Hillar Capital-ი მიიჩნევდა, რომ დებმა არ შეუწყვეს ხელი პროდუქციის გაყიდვის ზრდას. 2018 წელს მოსამართლემ განაჩენი კარდაშიანების სასარგებლოდ გამოიტანა. მიმდინარე კვირას სააპელაციო მოსამართლემაც დების მხარე დაიჭირა. შედეგად, კარდაშიანებმა $13.5 მილიონი მიიღეს.

კარდაშიანები სალიცენზიო გადასახადის შეგროვების ნაცვლად, საწყისი ეტაპიდანვე თავად ფლობენ კომპანიებს. ეს გადაწყვეტილება ბევრად უფრო მოგებიანი აღმოჩნდა: 2019 წელს Coty-იმ Kylie Cosmetic-ის სააქციო პაკეტის 51% $600 მილიონად შეიძინა, 2021 წლის იანვარში კი KKW Beauty-ის აქციების 20% $200 მილიონად გაიყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *