კერძო ბანკირებმა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის სიძეს ჯარედ კუშნერს ემსახურებოდნენ, Deutsche Bank-ი დატოვეს.
“როუზმერი ვრაბლიკმა და დომინიკ შკალციმ პოზიციების დატოვების შესახებ განაცხადეს, რაც Deutsche Bank-მა დააკმაყოფილა“, – აცხადებს Deutsche Bank-ის პრესსპიკერი.
ბანკირები აქტიურად მუშაობდნენ წლების განმავლობაში Deutsche Bank-ში. ვრაბლიკი ტრამპის ორგანიზაციასთან და ჯარედ კუშნერთან კომუნიკაციას კურირებდა. ცნობისთვის, Deutsche Bank-ს ტრამპის ორგანიზაციისთვის $300 მილიონზე მეტის სესხი აქვს გაცემული.
შეგახსენებთ, ტრამპის ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს მანჰეტენის საოლქო პროკურატურასა და ნიუ-იორკის გენერალურ პროკურატურაში. გამოძიების ფარგლებში გერმანული ბანკი დაკითხვაზე სწორედ ტრამპის ორგანიზაციისთვის თანხების სესხებასთან დაკავშირებით გამოიძახეს.
გამომძიებლები იძიებენ ტრამპის ორგანიზაციამ შეიყავანა თუ არა შეცდომაში მსესხებელი თავისი აქტივების ღირებულების გაუფასურებით.