ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სტიმულირების პროგრამა შესაძლოა 1.2 ტრილიონ ევრომდე გაზარდოს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სტიმულირების პროგრამა შესაძლოა 1.2 ტრილიონ ევრომდე გაზარდოს

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) აპირებს მალე გააფართოვოს პანდემიასთან ბრძოლის სტიმულირების პროგრამა, რომლის მოცულობამაც შესაძლოა ტრილიონ ევროს გადააჭარბოს. აღნიშნული პროგრამით ევროპა შეეცდება პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გაღრმავება შეაჩეროს ევროს ზონის 19 ქვეყანაში.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის 25-წევრიანი მმართველი საბჭო ხუთშაბათის შეხვედრაზე გააფართოებს სტიმულირების პროგრამას 500 მილიარდი ევროთი, რაც ჯამში 1.25 ტრილიონ ევროს მიაღწევს. პროგრამის მიხედვით, ბანკი ყიდულობს სამთავრობო და კორპორაციულ ბონდებს ახალ დაბეჭდილი ფულით, რაც ეკონომიკის სტიმულირებას დაეხმარება.

აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით რელევანტურია იტალიის შემთხვევაში, რომლის ვალის მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან წელს.

ევროს ზონის მოწყვლადობა ბაზარზე შექმნილი კრიზისის მიმართ კარგად გამოჩნდა 2010–2015 წლების სავალო კრიზისის დროსაც, როდესაც საბერძნეთს და კიდევ ოთხ ქვეყანას მასშტაბური ფინანსური დახმარება დასჭირდა ევროზონის სხვა წევრებისგან და ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

ამჟამად იტალიის ბაზარზე სესხების ღირებულება კონტროლს ექვემდებარება, ეს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მისი ბონდების შესყიდვის დამსახურებაა პანდემიის პროგრამის ფარგლებში. თუმცა, პროგრამის მიხედვით, ECB ამბობს, რომ მაინც და მაინც იტალია არაა მათი სამიზნე.

ბანკ Berenberg-ის მთავარი ეკონომისტის ჰოლგერ შმიდინგის თქმით, 60%-იანი შანსია იმისა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სტიმულირების პროგრამა გაზარდოს. თუ ამ კვირის შეხვედრაზე არა, მაშინ ეს ივლისში შესაძლოა მოხდეს. ასევე ECB-მ შესაძლოა გაახანგრძლივოს სტიმულირების პროგრამა, ამ მონაცემებით, პროგრამა წლის ბოლომდეა გათვლილი.

ევროკავშირის პროგნოზით, მიმდინარე წელს ევროზონის ეკონომიკის 7.75%-ით შემცირებას ელოდებიან.