Facebook-ი ე.წ ჭკვიანი სათვალეების წარმოებას აპირებს

Facebook-ი ე.წ ჭკვიანი სათვალეების წარმოებას აპირებს

Facebook-ი აპირებს ე.წ ჭკვიანი სათვალეების წარმოებას. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ბრენდირებული “რეიბანები“ მომავალი წლიდან გამოვა გასაყიდად. ჯერჯერობით უცნობია დეტალურად თუ რა ფუნქციები ექნება ჭკვიან სათვალეს, თუმცა, ცნობილია, რომ მას რაიმე ტიპის ინტეგრირებული ეკრანი არ ექნება, მაგრამ ის იქნება ე.წ დამატებითი რეალობის (AR) მოწყობილობა.

Facebook-ში აცხადებენ, რომ სამომხმარებლო ჭკვიანი სათვალეების წარმოება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რასაც კომპანია ე.წ დამატებითი რეალობის (AR) მიმართულებით აკეთებს. ცნობისთვის, კომპანია უკვე წლებია საუბრობს AR მოწყობილობების განვითარებაზე ახლა კი ის Ray-Ban-ის მწარმოებელ EssilorLuxottica-თან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ შექმნას პირველი ჭკვიანი სათვალის დიზაინი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *