Fitch ლიბერთი ბანკის მფლობელის ცვლილებას აფასებს

Fitch ლიბერთი ბანკის მფლობელის ცვლილებას აფასებს

სარეიტინგო სააგენტო Fitch “ლიბერთი ბანკში” განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს. სააგენტო მიიჩნევს, რომ საკონტროლო პაკეტის European Financial Group B.V-ზე გადაცემას ბანკის რეიტინგზე ნეიტრალური გავლენა ექნება.  

ბანკის აქციების 74,64% ნიდერლანდებში დაფუძნებუმა კომპანიამ EFG-მ იყიდა. შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ მანამდე  ბანკის 58%-იანი წილი სადავო იყო სამართალწარმოების პროცესის გამო, თუმცა ეს საკითხი გადაწყდა.

Fitch აღნიშნავს, რომ ბანკის რეიტინგზე დადებით გავლენას ახდენს სტაბილური ეკონომიკური გარემო და ლარის გაცვლითი კურსი, ასევე მოგების მაღალი მაჩვენებელი, ადეკვატური კაპიტალიზაცია და სტაბილური დაფინანსების ბაზა.

Fitch ბანკის მფლობელების ცვლილების შემდეგ, მისი ბიზნესმოდელის რადიკალურ ცვლილებას არ ელოდება, ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელების შეცვლა დაეხმარება ბანკს საკუთარი დაფინანსების ბაზის დივერსიფიკაციაში, რადგან ახლა ლიბერთი ბანკისთვის დაფინანსების ის წყაროები გახდა ხელმისაწვდომი, რომელიც სამართალწარმოების გამო შეზღუდული იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *