Fitch-მა ოთხ ქართულ ბანკს სტაბილური პროგნოზი მიანიჭა: საქართველოს ბანკს (BB- სტაბილური), პროკრედიტ ბანკს (BB სტაბილური), თიბისი ბანკს (BB- სტაბილური) და ლიბერთი ბანკს (B+ სტაბილური).
სააგენტო პოზიტიურ ფაქტორებს შორის სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს და გაცვლით კურსს ასახელებს. რისკებს შორის სახელდება სესხების მაღალი დოლარიზაცია.
Fitch აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის აქტივების ხარისხი ადეკვატური რჩება, თუმცა, პოტენციურ რისკად რჩება მაღალი დოლარიზაცია, რომელიც სესხების 68%-ს შეადგენს.
Fitch აღნიშნავს, რომ TBC ბანკში სესხების დოლარიზაცია 66%-ს შეადგენს, რაც ბაზრისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია.