Forbes: ევროპის წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტების რეიტინგი

Forbes: ევროპის წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტების რეიტინგი

მიმდინარე წელს ჩიპების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Arm-მა აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება გააკეთა. $54.4-მილიარდიანი IPO, ამ დრომდე, ევროპის რეგიონისთვის ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის უმსხვილეს დალისტვად რჩება.

2023 წელს, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში შესყიდვებია და საფონდო ბირჟებზე დალისტვების ღირებულება 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა. პარალელურად, Pitchbook-ის მონაცემებით, ვენჩურულ კაპიტალისტთა შეთავაზებების ღირებულებაც 2022 წლის პიკის შემდეგ თითქმის მის ნახევრამდე, $47.4 მილიარდამდეა შემცირებული. ორივე მონაცემის ცვლილებამ გავლენა Forbes-ის Midas List Europe-ის რიგით მეშვიდე რეიტინგზეც მოახდინა – 2023 წლის რეიტინგში გვყავს როგორც ახალწვეულები, ასევე გასული წლების ლიდერებიც, რომლებიც ტოპ-პოზიციების მიღმა დარჩნენ.

მიმდინარე წელს, ევროპის წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტების რეიტინგის ლიდერი Entrée Capital-ის ავი ეიალი გახდა, რომელსაც მეორე ადგილზე Index Ventures-თან პარტნიორობით დენი რიმერი მოსდევს. Index-ის ინვესტორები, რიმერი, იან ჰამერი და ნეილ რიმერი რეიტინგში პოზიციებს 2017 წლის დებიუტის შემდეგ მყარად ინარჩუნებენ. 2023 წლის სიას ხუთი ახალწვეული ინვესტორიც ჰყავს, სამწლიანი პაუზის შემდეგ რეიტინგში დაბრუნდა Creandum-ის იოჰან ბრენერიც.

ახალ სახეებს შორის, რომლებიც 2023 წლის რეიტინგს შეუერთდნენ, არის კიბერუსაფრთხოებაში ვეტერანი ინვესტორი და Cyberstarts-ის პარტნიორი გილი რაანანი. რაანანი Forbes-ის რეიტინგში რიგით მეოთხე ინვესტორია ისრაელიდან, რომელმაც სიაში ადგილი მოიპოვა, Entrée Capital-ის ავი ეიალთან  Aleph-ის მაიკლ ეიზენბერგთან და Angular Ventures-ის გილ დიბნერთან ერთად. წლევანდელ რეიტინგში პირველად ვხვდებით Hoxton Ventures-ის ჰუსეინ კანჯისა და Passion Capital-ის ეილინ ბერბიჯს, შესაბამისად, Deliveroo-ისა და Darktrace-ზე და ეილინის შემთხვევაში ციფრულ ბანკ Monzo-ზე ფსონების წყალობით.

Midas List Europe-ს ამერიკული გამოცემა TrueBridge Capital Partners-თან პარტნიორობით ადგენს, შედეგად ვლინდება 25 სტარტაპ-ინვესტორი, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და სარისკო ფსონები განახორციელეს, გახმაურებული IPO-თი დაწყებული, კვლავ კერძო საკუთრებაში არსებული უნიკორნებით დასრულებული. Forbes-ი და TrueBridge-ი, საჯაროდ არსებულ მონაცემებთან ერთად, ათობით ფირმაში ასობით ინვესტორის კონფიდენციალურ განცხადებებს განიხილავენ.

ცნობისთვის, სია მოიცავს ინვესტიციებს კერძო კომპანიებში, რომლებმაც $200 მილიონის ან მეტის დაფინანსება მოიპოვეს, აქციების საჯარო განთავსება გააკეთეს ან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სულ მცირე, $100 მილიონად იქნენ შესყიდული.

 

ევროპის წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტების ათეული:

სახელიკომპანიამთავარი გარიგებაქვეყანა / ტერიტორია
ავი ეიალიEntrée Capitalmonday.comისრაელი
დენი რიმერიIndex VenturesFigmaგაერთ. სამეფო
ფილიპ ბოტერიAccelUiPathგაერთ. სამეფო
იან ჰამერიIndex VenturesAdyenგაერთ. სამეფო
ტომ სტეფორდიDST GlobalNubankგაერთ. სამეფო
პაველ ჩუძინსკიPoint NineRevolutგერმანია
ლორენ ბოუდენი83NorthWoltგაერთ. სამეფო
ნეილ რიმერიIndex VenturesRobloxშვეიცარია
გილი რაანანიCyberstartsWizისრაელი
ლუჩიანა ლიქსანდრუSequoia CapitalUiPathგაერთ. სამეფო

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიებში განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც ინვესტორებს რეიტინგში მოსახვედრად დაეხმარათ, დიდწილად შეესაბამება გასული წლის მდგომარეობას. თუმცა, წინა წელთან შედარებით, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ათეულიდან არცერთ კომპანიას 2023 წელს აქციების საჯარო შეთავაზება არ გაუკეთებია – ეს კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბაზარზე არსებულ გამოწვევებს.

 

წარმოგიდგენთ ტოპ-10 კომპანიას, რომლებიც ინვესტორებს 2023 წლის Midas List Europe-ში ადგილის მოპოვებაში დაეხმარნენ:

კომპანიაშეფასებაინვესტორი | კომპანია | პოზიცია
Coupang$60 მლრდ (საჯარო)ავი ეიალი | Entrée Capital | #1
DoorDash$32.4 მლრდ (საჯარო)რაჰულ მეჰტა | DST Global | #16
Roblox$49.1 მლრდ (საჯარო)ნეილ რიმერი | Index Ventures | #8
Gojek$27.9 მლრდ (საჯარო)რაჰულ მეჰტა | DST Global | #16
UiPath$29.1 მლრდ (საჯარო)ფილიპ ბოტერი | Accel | #3

ლუჩიანა ლიქსანდრუ | Sequoia | #10

კარლოს ედუარდო ესპინალი | Seedcamp | #18

Stripe$50 მლრდ (კერძო)ავი ეიალი | Entrée Capital | #1

ტომ სტეფორდი | DST Global | #5

Figma$20 მლრდ (საჯარო)დენი რიმერი | Index Ventures | #2
Confluent$11.4 მლრდ (საჯარო)მეტ მილერი | Sequoia | #17
Nubank$42 მლრდ (საჯარო)ტომ სტეფორდი | DST Global | #5
Monday.com$6.9 მლრდ (საჯარო)ავი ეიალი | Entrée Capital | #1