Forbes Georgia | 2025 წლის თებერვლის ნომერი

Forbes Georgia | 2025 წლის თებერვლის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის თებერვლის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

თბილისის ზღვის ახალი ტალღა

ჯინო ჰოლდინგის პრეზიდენტი ნოდარ გიორგაძე უკვე წლებია, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული ცენტრის, თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარებაზე ზრუნავს. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო აკვაპარკის შექმნის შემდეგ მისი მიზანი უნიკალური ზღვისპირა ურბანული პროექტის, თბილისის ბულვარის განხორციელებაა, რომლის ღირებულებაც 250 მილიონი ევროა.

წაიკითხეთ სრულად

ავტორი: ანინა ტეფნაძე

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

ფაქტი და კომენტარი

საქართველო ავტორიტარიზმისთვის მტრული ნიადაგია

დასავლეთი და მისი მოკავშირე ქართველი საზოგადოება შიშობს, რომ გამკაცრებულ კანონმდებლობას შორს მიმავალი ეფექტი ექნება და კიდევ უფრო ჩაახშობს გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლებას. სულ უფრო ხშირად ისმის ნეოლოგიზმი „ბელარუსიზაცია”. იბადება კითხვა: შეძლებს ბიძინა ივანიშვილი ახლო წარსულში რეგიონის „დემოკრატიის შუქურად” წოდებული საქართველოსგან ბელარუსი მიიღოს?

ავტორი: შოთა დიღმელაშვილი

საქართველო 2024 წლის რეიტინგებში

ნომერში ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა გასულ წელს საქართველოს პოზიცია 10 საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

ახალი ტრამპვერსი

არჩევნების ღამეს გამარჯვებისადმი მიძღვნილი გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპმა მოიხსენია ისინი, ვინც ხელი შეუწყო მის გასაოცარ პოლიტიკურ დაბრუნებას. ამ დროს, შეკრებილმა ხალხმა შეძახილი წამოიწყო: ი-ლონ! ი-ლონ! ი-ლონ! “ჩვენ ახალი ვარსკვლავი გვყავს. იბადება ვარსკვლავი: ილონი“, – არ დააყოვნა ტრამპმა, რომელმაც შემდეგ დაიწყო ოთხწუთიანი სოლოს შესრულება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, „სუპერგენიოსის“ შესახებ, რომელსაც 78 წლის არჩეული პრეზიდენტი დაჰპირდა უზარმაზარ უფლებამოსილებებს როგორც ამერიკული პოლიტიკის, ასევე ფედერალური ხარჯების წარსამართავად.

მოსაზრება

დაკარგული მოკავშირეები: რით ემუქრება აშშ-ის სანქციები ქართველ ჩინოსნებს?

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­ერ საქართველოს თანამდებობის პირების მიმართ ბოლოს დროს გამოყენებული სანქციები წარმოადგენს მნიშვნელოვან ესკალაციას ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირების კუთხით. 2024 წლის 19 დეკემბერს აშშ-ის ხაზინამ სანქციები დააკისრა ვახტანგ გომელაურს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, და მირზა კეზევაძეს, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მათ მიერ მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობაში შესრულებული წამყვანი როლისთვის. მსგავსი ზომებით გამოწვეულ შედეგებზე დაკვირვება გარკვეულწილად მიგვითითებს, თუ რა გამოწვევებს შეიძლება წააწყდნენ ქართველი თანამდებობის პირები.

ავტორი: ვახტანგ ფარცვანია

ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე მშვიდობიანი გზა ბიზნესის ჩართულობაზე გადის

ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკური წყობისა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ბედი ერთდროულად წყდება, ბიზნესებს განსაკუთრებული
პასუხისმგებლობა აკისრიათ. გასული საუკუნეების განმავლობაში ევროპისა და სხვა რეგიონების ქვეყნების დემოკრატიზაციაში დიდი როლი ითამაშეს არა მხოლოდ პოლიტიკურმა ძალებმა
და სახალხო მოძრაობებმა, არამედ ბიზნესებმა, რომლებმაც უზრუნველყვეს ის, რომ ბევრ ქვეყანაში ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე მიმავალი გზა მშვიდობიანი ყოფილიყო.

ავტორი: გიორგი ცხადაია

რეპორტაჟი

დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი

17-19 იანვარს თბილისში დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 100-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაგან, საბოლოოდ, 8 გუნდი შეიკრა. 3-დღიანი ჰაკათონის პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაეთმო.

წაიკითხეთ სრულად

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ინტერვიუ და პროფილი

ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივები

Gross Energy Group

ანგული ტყებუჩავას დაარსებული Gross Energy Group-ი, რომელსაც ის ვაჟებთან, დავითთან და ირაკლის ხელმძღვანელობენ, საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ქვაკუთხედად იქცა.

ავტორი: ანინა ტეფნაძე

დამსაქმებლის სAIმედო პარტნიორი

ერთი წლის წინ დაარსებული სტარტაპი Helio AI შრომით ბაზარზე დამკვიდრებულ თამაშის წესებს უკვე სამ ქვეყანაში: საქართველოში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში ცვლის.

ავტორი: ანინა ტეფნაძე

რეიტინგი

ყველაზე პერსპექტიული ქართული სტარტაპები

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, რაც ნათლად ჩანს იმ კომპანიების წარმატებაში, რომლებიც ინოვაციური იდეებით და მასშტაბური პროექტებით საერთაშორისო ბაზრებზეც იმკვიდრებენ ადგილს. Forbes Georgia-მ და Axel-მა ერთობლივად შეიმუშავეს სია, რომელიც ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპებს წარმოადგენს. ეს სია ასახავს ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი კომპანიების პოტენციალს, რომლებიც ფინანსური მიღწევებით, ტექნოლოგიური ინოვაციებით და გლობალური ექსპანსიის პერსპექტივით გამოირჩევიან

ყველაფერი, რაც კანს ეხება

კლინიკა კანი ქართულ ბაზარზე 11 წლის წინ გამოჩნდა და დერმატოლოგიის მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას შეუდგა. ორი ექიმით დაწყებული ბიზნესი დღეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ოთხ ფილიალსა და 150-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კლინიკის ქსელის განვითარების გზასა და გაფართოების გეგმებზე “კანის” დამფუძნებელი, ირაკლი კუტალია გვესაუბრა.

ავტორი: იზა გვარამაძე

ორი ბიზნესი – ერთი ესთეტიკით

ალბინა ქაჯაიამ ესთეტიკურ მედიცინაში კარიერის შენება დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. სამშობლოში დაბრუნებულს, რეპუტაციის შესაქმნელად ბევრ გამოწვევასთან გამკლავება მოუწია. დღეს ის „ტოტალ შარმის“ დერმატოკოსმეტოლოგიის ფილიალის ხელმძღვანელია, ერთი წლის წინ კი ფრენჩაიზის ქვეშ სტომატოლოგიის მიმართულება დააფუძნა. ალბინა კარიერულ გზასა და აღნიშნული ბიზნესების განვითარებაზე გვესაუბრა. 

ავტორი: ანიტა მუსკარია

ეკონომიკა

გასული წელი და 2025 წლის გამოწვევები

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაჩვენებელი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ფინანსთა სამი ნისტროს პროგნოზით 9% უნდა იყოს.
მაღალი ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად ისევ რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტით არის გან პირობებული – რუსეთიდან ფულის შემოსვლით და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საქართველოზე გადმონაცვლებით.

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

კავკასიური ზრდის წრე: ომის ეკონომიკური ეფექტი უკანაა

2024 წე­ლი კავ­კა­სი­ის ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის პო­ზი­ტი­უ­რი რჩე­ბო­და. გა­სულ წელს რეგიონის ქვეყნებში მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა
ავტორი: ეგნატე შამუგია

მაქსიმუსის აჩრდილი
რეცენზია ფილმ გლადიატორის მე-2 ნაწილზე

რიდლი სკოტის „გლადიატორი“ 2000-იანი წლების ერთ-ერთი წარმატებული, საკულტო ფილმია. ეს არის ეპიკური, ისტორიული ბლოკბასტერი, შექსპირისეული შურისძიების ამბით, მასშტაბური სცენებით, ბრძოლებითა და ორთაბრძოლებით, რომლებიც მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს. უამრავი შეცდომის მიუხედავად, რიდლი
სკოტმა მოახერხა რომის დიდებული, დასამახსოვრებელი სურათის შექმნა, დღემდე რომ იზიდავს მაყურებელს.

ავტორი: ნიკა ხოფერია

გამოძიება

ბანქოს სახლი ქართულად: მამაცაშვილის მამული ფართოვდება

უჩა მამაცაშვილმა წყნეთში მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის ნებართვის მოპოვება არარეალისტურად მჭიდრო ვადებში შეძლო. კაკლებში 9,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული პრესტიჟული ნაკვეთის ნაწილი ძმამ, არჩილ მამაცაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტისგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინა და მოგვიანებით უჩა მამაცაშვილს უსასყიდლოდ გადასცა.

ავტორი: ანიტა მუსკარია

კრიპტოს ყველაზე სულელური ბუშტი

ტრადიციულ ფინანსებში მომუშავეთა უმეტესობა კრიპტოვალუტას დიდი ხნის განმავლობაში არასერიოზულად მიიჩნევდა. დღეს meme coin-ების მოვაჭრეთა ახალგაზრდა ჯარი აბსურდისკენ იხრება და თავიანთ ფინანსურ ნიჰილიზმს აყვავებულ, ან თუნდაც სახიფათო, $100-მილიარდიან ბაზრად აქცევს.

ავტორი: ნინა ბამბიშევა, სტივენ ერლიხთან ერთად

ტენდენცია

მოგება მართული მრისხანებით

დონალდ ტრამპის გამარჯვება მხოლოდ პოლიტიკას არ ეხება. მეწარმეთა მცირე ნაწილმა ალღო აუღო იმ ფაქტს, რომ პარტიულობა საქმეებს მედიაზე კარგად აგვარებს. ტაკერ კარლსონის ახალი
ნიკოტინის საწარმო ამის სრულყოფილ პრიზმას გთავაზობთ.

ავტორი: უილ იაკოვიცი

ქვარსკვლავი

რა მოხდება, თუ რევოლუციური ტექნოლოგიები, რომლებიც შემუშავებული იყო ნავთობისთვის ქანების დასაჭრელად, მოდიფიცირდება დედამიწის ქერქის სიმხურვალის სახით ულიმიტო
ენერგიის გამოსათავისუფლებლად? თავისი მწვანე ოცნებების ასახდენად ტიმ ლატიმერმა $400 მილიონზე მეტი შეაგროვა ბილ გეიტსის, ჯეფ ბეზოსისა და მარკ ცუკერბერგისგან, მაგრამ არჩეული პრეზიდენტი ტრამპი მას შესაძლოა გზად გადაეღობოს.

ავტორი: კრისტოფერ ჰელმანი