Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება

Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება

Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

წარმოგიდგენთ რჩეულებს მეცნიერების და განათლების სფეროში:

რაზმიკ ბადალიანი, 27
Educare Georgia, თანადამფუძნებელი.

ლევან გაბისონია, 24
UG-Limes აკადემია, დამფუძნებელი.

მარიამ გაჩეჩილაძე, 27
ფიზიკოსი.

დეა გოგიშვილი, 22
ქიმიკოსი.

სანდრო დოლიძე, 24
“ნებულა”, თანადამფუძნებელი.

გიორგი ჭილაია, 24
“ნებულა”. თანადამფუძნებელი.

ლუკა კოტრიკაძე, 23
Biopharma Excellence, ბიოტექნოლოგი.

ლიკა ოხანაშვილი, 27
Key Consulting, დამფუძნებელი.

გელა პატაშური, 19
ინოვაციური ონლაინპროექტი, ლექტორი.

გიორგი წერეთელი, 21
ფიზიკოსი.

გიორგი ჭანტურია, 23
ფიზიკოსი.

———-
მეცნიერების და განათლების ჟიური:

ვატო ლეჟავა, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი.

სიმონ ჯანაშია, განათლების მკვლევარი.

———-
ფოკუსში: 
სანდრო დოლიძე და გიორგი ჭილაია, 24, 24. “ნებულა“, დამფუძნებლები.

“We are a family business. Like Mafia” – ასე ახასიათებენ “ნებულას” სანდრო დოლიძე და გიორგი ჭილაია. “ნებულა” არც კოსმოსური ნისლია და არც, ძველი გაგებით, სხვადასხვა მიმართულებით გაფანტული ასტრონომიული ობიექტები. ეს არის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და მოსწავლეებს ახალ, ინოვაციური სწავლების მეთოდს სთავაზობს. მათი მთავარი მიზანია, სწავლა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ. ამისათვის კი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.

სანდრო დოლიძე – კომპანიის თანადამფუძნებელი და CEO – თავისუფალი უნივერსიტეტის აზია- აფრიკის სკოლის კურსდამთავრებულია. იგი არაბულ ენასა და კულტურას შეისწავლიდა. გიორგი ჭილაიას საგანმანათლებლო თავგადასავალიც თავისუფალ უნივერსიტეტში დაიწყო, თუმცა მან საყვარელი საქმის კეთება გადაწყვიტა და, შედეგად, “ნებულას“ დამფუძნებელი და Chief Space Cowboy გახდა.

მათი დევიზის თანახმად, “ნებულა” არის “უმოკლესი გზა უმაღლეს საგამოცდო ქულამდე”.