ამერიკული Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 2,640 მილიარდერი აღირიცხებოდა. გასულ წელს 21 მილიარდერი გარდაიცვალა, მათ შორის ყველაზე მეტი, ცხრა მილიარდერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა. 2023 წელს გარდაცვლილ მილიარდერებს შორის იყვნენ ჯიმი ბაფეტი, უორენ ბაფეტის მარჯვენა ხელი ჩარლი მანგერი, იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი და სიის ერთადერთი წარმომადგენელი ქალი, ფარმაცევტული მეწარმე ჭაო ნინგი, რომლის ქონებაც $1.2 მილიარდად იყო შეფასებული.
2023 წელს გარდაცვლილ მილიარდერთა შორის ყველაზე მდიდარი საღებავების მაგნატი, 80 წლის ინდოელი, აშვინ დანი იყო, $8-მილიარდიანი ქონებით. დანარჩენთაგან, $5-მილიარდიან ნიშნულს მხოლოდ რამდენიმე მათგანი აჭარბებდა, ესენი არიან: იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი ($6.9 მილიარდი), Intel-ის თანადამფუძნებელი გორდონ მური ($6.8 მილიარდი), უძრავი ქონების დეველოპერი ტედ ლედერი ($6.6 მილიარდი) უძრავი ქონების მაგნატი სემ ზელი ($5.2 მილიარდი) და ინდოეთის მოქალაქე Landmark Group-ის მფლობელი მიკი ჯაგტიანი ($5.2 მილიარდი).
გასულ წელს გარდაცვლილ მილიარდერთა საშუალო ასაკი 85 წელია. მათი დაახლოებით ნახევარი მინიმუმ 90 წლის იყო, მათ შორის Harrod-ის მფლობელი მოჰამედ ალ ფაედი, რომელიც 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, ასევე საავტომობილო სფეროს მილიარდერი რედ მაქკომბსი და ინდოელი ბიზნესმენი კეშაბ მაჰინდრა. მათ შორის კი ყველაზე უხუცესი Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე და უორენ ბაფეტის მარჯვენა ხელი ჩარლი მანგერი იყო, რომელიც ნოემბერში 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებიც 2023 წელს გარდაიცვალნენ (ანბანის მიხედვით):
- მოჰამედ ალ ფაიედი: $2 მილიარდი, ეგვიპტე – ასაკი: 94
ლონდონში საცალო ვაჭრობის მაღაზია Harrods-ის და გაერთიანებული სამეფოს საფეხბურთო კლუბ Fulham-ის მფლობელი.
- სილვიო ბერლუსკონი: $6.9 მილიარდი, იტალია – ასაკი: 86
იტალიის პრემიერ-მინისტრი ოთხი ვადით.
- ჯიმი ბაფეტი: $1 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 76
მუსიკოსი, სალიცენზიო ფირმა Margaritaville Holdingse-ის დამფუძნებელი
- ჩენ ლიპ კეონგი: $1.3 მილიარდი, მალაიზია – ასაკი: 76
კაზინოების მაგნატი, NagaCorp-ის დამფუძნებელი
- ოშვინ დანი: $8 მილიარდი, ინდოეთი – ასაკი: 80
საღებავების მაგნატი, Asian Paints-ის არააღმასრულებელი დირექტორი
- კარლ დესანტისი: $1.7 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 84
Rexall Sundown-ის დამფუძნებელი, ენერგეტიკული სასმელების ფირმა Celsius Holdings-ის აქციონერი
- გ. გნანალინგამი: $1.4 მილიარდი, მალაიზია – ასაკი: 78
პორტების ოპერატორ Westports Malaysia-ს აღმასრულებელი თავმჯდომარე
- მასატოში იტო: $4.4 მილიარდი, იაპონია – ასაკი: 96
Seven & i Holdings-ის საპატიო თავმჯდომარე, 7-Eleven-ის გლობალურ გიგანტად გარდაქმნის თანამონაწილე
- მიკი ჯაგტიანი: $5.2 მილიარდი, ინდოეთი – ასაკი: 71
მულტინაციონალური კონგლომერატ Landmark Group-ის დამფუძნებელი
- შელდონ ლავინი: $3.1 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 90
ხორცის გადამმუშავებელი კომპანია OSI Group-ის დამფუძნებელი
- თომას ლი: $2 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 78
Lee Equity Partners-ის დამფუძნებელი
- ტედ ლერნერი: $6.6 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 97
უძრავი ქონების დეველოპერი, Lerner Enterprises-ის დამფუძნებელი
- კეშაბ მაჰინდრა: $1.2 მილიარდი, ინდოეთი – ასაკი: 99
ინდური მულტინაციონალური საავტომობილო მწარმოებელი კორპორაციის Mahindra & Mahindra-ს საპატიო თავმჯდომარე.
- კლეიტონ მეთილი: $2.3 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 82
შინაური ცხოველების კვების კომპანია Iams-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი
- ბილი ჯო მაქკომბსი: $1.7 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 95
Red McCombs Automotive Group-ის დამფუძნებელი, Clear Channel-ის თანამდამფუძნებელი
- გორდონ მური: $6.8 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 94
Intel-ის თანადამფუძნებელი
- ჩარლზ მანგერი: $2.2 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 99
Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე და უორენ ბაფეტის მარჯვენა ხელი
- ში ვენ-ლონგი: $1.9 მილიარდი, ტაივანი – ასაკი: 95
აზიაში პლასტმასის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, Chimei Corp-ის დამფუძნებელი
- ტანგ სიაო-ოუ: $1.1 მილიარდი, ჩინეთი – ასაკი: 55
ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის კომპანია SenseTime-ის დამფუძნებელი
- სემ ზელი: $5.2 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 81
უძრავი ქონების მაგნატი, კომერციული უძრავი ქონების ფირმა Equity Group Investments-ის დამფუძნებელი
- ჭაო ნინგი: $1.2 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები – ასაკი: 56
ფარმაცევტული კვლევითი ფირმა WuXi AppTec-ის თანადამფუძნებელი