საქართველო თბილისის სტარტაპ ბიუროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბილაინის მხარდაჭერით Future Agro Challenge – ს უერთდება. ქართული ნაციონალური ჩემპიონატი ჩატარდება 10-12 მაისს, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი).
Future Agro Challenge უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
წლევანდელი ჰაკათონი გაიმართება შემდეგ კატეგორიებში:
Agro Logistics // Agro Tourism // Agroforestry // Animal Protein // Animal Husbandry // Dairy Alternatives // Drones and Robots // Education (Food/Agriculture) // Farm Management Software // Farmers Incomes // Food E-Commerce // Food Preservation // Food Science // Food Traceability and Safety // Health and Wellness // Indoor Agriculture // Manufacturing // Warehousing // Marketplaces // Material Science // New Farms // Nutrition // Packaging and Design // Precision Agriculture // Predictive Data Analytics // Sensors // Smart Irrigation // Snacks and Beverages // Waste Technology
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და გუნდს იმ შემთხვევაში, თუ:
- გუნდი 5 წელზე ნაკლებია არსებობს
- თუ გუნდს აქვს ინოვაციური და მასშტაბური ბიზნესს იდეა, აქვს ბიზნესმოდელი და ჰყავს
სამიზნე აუდიტორია
- თუ ჰქონია გაყიდვები ან MVP
- თუ შეუძლია გამოავლინოს უნიკალური, ძლიერი და გამოყენებადი ტექნოლოგია ან ინოვაცია
- თუ გუნდის მინიმუმ ერთი წევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე;
აპლიკაციების მიღება დაიწყო მითითებულ ლინკზე, რომელიც გაგრძელდება 7 მაისის ჩათვლით (19:00 საათამდე) : https://facagro.com/compete-apply/
შერჩეული აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ 10-12 მაისს 48 საათიან ჰაკათონში და 12 მაისს გამოვლინდება ნაციონალური გამარჯვებული, რომელიც მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს.
Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University, ISET – International School of Economics, Agro Solutions – აგრო სოლუშენს, Wolt, Agricopter • აგრიკოპტერი, Gogra.ge • გოგრა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association და Enterprise Georgia / აწარმოე საქართველოში.
ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/275471423333940/
ღონისძიების მედია პარტნიორები არიან: 4U.ge, Marketer.ge, Forbes Georgia, ინდიგო • Indigo და Palitra Media Holding • პალიტრა მედია ჰოლდინგი.