გაერთიანებული სამეფო თავდაცვის ხარჯებს $6 მილიარდით ზრდის

გაერთიანებული სამეფო თავდაცვის ხარჯებს $6 მილიარდით ზრდის

გაერთიანებულმა სამეფომ სამხედრო ხარჯების $6 მილიარდით ზრდა დააანონსა. პრემიერ რიში სუნაკის განცხადებით, დამატებითი ბიუჯეტი საბრძოლო მასალების მარაგის შესავსებად და ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ჩარჩოს განახლებისთვის, შეერთებულ შტატებთან და ავსტრალიასთან ერთად წარმოებული წყალქვეშა პაქტის შემდეგი ეტაპის დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.

ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამოქვეყნებასთან ერთად, რიში სუნაკს გრძელვადიან პერსპექტივაში, თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-მდე გაზრდაც სურს. თავად პრემიერის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით „გაერთიანებული სამეფო აღარასდროს იქნება დაუცველი მტრული ძალების ზემოქმედებისგან“, თუმცა $6-მილიარდიანი ზრდა იმ თანხის ნახევარზე ნაკლებია, რასაც მისი მმართველი კონსერვატიული პარტიის ნაწილი ითხოვს და მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისე რომ ბრიტანეთიც დაუცველი არ დარჩეს.

„მსოფლიო არასტაბილურია, სახელმწიფოებს შორის კი კონკურენცია უფრო ინტენსიური ხდება, რის გამოც გაერთიანებული სამეფო თავის პოზიციაზე მყარად უნდა იდგეს“, – განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ ქვეყანა გააძლიერებს ეროვნულ თავდაცვას, დაწყებული ეკონომიკური უსაფრთხოებით, დასრულებული ტექნოლოგიური მიწოდების ჯაჭვებითა და დაზვერვის ექსპერტიზით, რათა აღარასდროს იყვნენ დაუცველები მტრული ძალის ქმედებებისგან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *