გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთში გირვანქა სტერლინგის შეტანა აკრძალა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთში გირვანქა სტერლინგის შეტანა აკრძალა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს დამატებით სანქციები დაუწესა და ქვეყანაში როგორც გირვანქა სტერლინგის, ისე ნავთობის გადამუშავებასთან, ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან და საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული პროდუქტების, ასევე ტექნოლოგიებისა და რეაქტიული ძრავისთვის განკუთვნილი საწვავის შეტანა აკრძალა, – ახალი სანქციების შესახებ ინფორმაციას თავად ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს. როგორც ირკვევა, ეს შეზღუდვები უკრაინის იმ ტერიტორიებზეც გავრცელდება, რომელთაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება დროებით ვერ აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ რუსეთიდან რკინისა და ფოლადის იმპორტთან დაკავშირებული დამხმარე სერვისებიც აკრძალა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება გამონაკლისების დაშვებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა რუსეთისადმი სანქციების დაწესების კუთხით. სანქციათა რამდენიმე ტალღის შემდეგ, ქვეყნის მიერ სანქცინირებულ პირთა სიაში შესულნი არიან ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პატრიარქი კირილე, რომან აბრამოვიჩი, ალექსეი მორდაშოვი, ვაგიტ ალეკპეროვი და სხვა მილიარდერები. სანქციები ასევე შეეხო მსხვილ რუსულ ბანკებს, ხიზილალის მწარმოებლებს და ვერცხლის მომპოვებლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *