ცოტა ხნის წინ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოვლინდა. მათ შორის არიან:
Wowchy – ჩუქების ვებპლატფორმა, რომლის მიზანია, მოაგვაროს ჩუქებასთან დაკავშირებული პრობლემები.
Botfleet.ai – პლატფორმა, როგორც სერვისი (PaaS) რობოტული პროცესების ავტომატიზაციისთვის (RPA). პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ატვირთონ სკრიპტები, რომლებიც გაეშვება ღრუბლოვან სერვისზე (cloud).
KIKLIKO – კლიპების, გიფებისა და მიმების სოციალური ქსელი.
Tlancer – პროექტი მიზნად ისახავს, შექმნას ულიმიტო საგანმანათლებლო სივრცე მოტივირებული ადამიანებისთვის გლობალური მასშტაბით.
Indie – სვაიპზე დაფუძნებული აპლიკაცია მსახიობებისთვის, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ თავიანთ ქალაქებში არსებული როლების პოვნა სატელევიზიო შოუებში, რეკლამებსა და მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებში.
Coinswap.ge – ახალი მოთამაშე კრიპტოვალუტის ბირჟის ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ საიმედო და უსაფრთხო გაცვლის გამოცდილებას საქართველოსთვის.
Artisio – საუკეთესო აუქციონის პროგრამული გადაწყვეტა ბაზარზე, რომელიც ციფრულს ხდის აუქციონის ინდუსტრიას.
Pseudo-Proteins – Polymer Solutions არის თბილისში დაფუძნებული კომპანია, რომელიც აწარმოებს და ახორციელებს ახალი ბიოდეგრადირებადი პოლიმერების ექსპორტს.
Tripcamp – გლემპინგების დასაჯავშნი მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მოგზაურები ადვილად პოულობენ ბუნებაში დასასვენებელ განსხვავებულ ადგილებს.
Wempler – პროექტის მიზანია, გახდეს one-stop-shop ნებისმიერი ერთჯერადი დავალებისთვის და სერვისისთვის.
GEPARTS AI – პროექტის მიზანია, გაამარტივოს და დააჩქაროს მსოფლიოში ავტონაწილების ყიდვის პროცესი.
MedMundus – პროექტის მიზანია, შეიქმნას სტარტაპი, რომელიც დააკავშირებს პაციენტებს სოფლებში, პატარა და დიდ ქალაქებში კვალიფიციურ საერთაშორისო ან ადგილობრივ ექიმებთან.
iGrove – გემიფიკაციის მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პოპულარულ “ქეჟუალ” თამაშებს, რომლებშიც მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ქოინები და გადაცვალონ პარტნიორი კომპანიების შემოთავაზებებში.
Storeal – პროექტს აქვს 2 მიზანი: 1. კომპანიებმა / ბრენდებმა შეძლონ ახალ-ახალი user generated content-ის შეძენა; 2. კონტენტ კრეატორებმა შეძლონ თავიანთი საყვარელი ბრენდების გადაღება და ამ კონტენტის ბრენდებისთვის მიყიდვა.
Accounter – აპლიკაცია მცირე მეწარმეებს საქართველოსა და ინდოეთში მისცემს შესაძლებლობას, ბუღალტრის გარეშე შეავსონ დეკლარაციები ავტომატურად.
Happykids – საბავშვო ნივთების „მარკეტფლეისი“, რომელიც მომხმარებელს აძლევს კომფორტულად შოპინგის შესაძლებლობას ერთ სივრცეში, მწარმოებელს კი გაყიდვების არხს შეუზღუდავი არეალით.
Agronnect – პროექტის მიზანია, ონლაინ „მარკეტფლეისის“ მეშვეობით აგრონომიული კონსულტაცია გახადოს ხელმისაწვდომი და საყოველთაო.
Pharmaco – პროექტის მიზანია, ფარმაცევტული პროდუქტების უშუალოდ საერთაშორისო საწყობებიდან ყიდვა-გაყიდვის პროცესის ავტომატიზაცია და ფარმაცევტული პროდუქტების ხარჯების შემცირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
Spinom.co – პროექტის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დაეხმარება კომპანიებს მნიშვნელოვნად გაამარტივონ უცხო ქვეყნის IT ინდუსტრიის წარმომადგენლების onboarding და payment პროცესი.
Alchemists – Candy Crush-ის ტიპის match-three puzzle ჟანრის თამაში Solana-ს ბლოქჩეინზე, სადაც თამაშით არამხოლოდ გართობა, არამედ თანხის გამომუშავებაც არის შესაძლებელი.