მსოფლიოს ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩამონათვალში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-7 ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
აქვე გეტყვით, რომ 2022-23 წლების სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე საერთო ჯამში 16 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.
Goal.com-ის რეიტინგის ლიდერი კვლავ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, არგენტინელი ლიონელ მესია, მეორე პოზიციაზე კი „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშემ, ნორვეგიელმა ერლინგ ჰაალანდმა გადაინცვლა, რომელმაც მესის თანაგუნდელის, ფრანგი კილიან მბაპეს ადგილი დაიკავა. თავად მბაპე ამჟამად მესამე ადგილს სჯერდება.
შთამბეჭდავი შედეგი აქვს კვარაცხელიას თანაგუნდელს, ვიქტორ ოსიმენს, რომელმაც მე-8 პოზიციიდან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. მისი მონაგარი მიმდინარე სეზონში მთლიანობაში 25 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული ტოპ-10, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
5. ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
7. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)
10. ბუკაიო საკა (არსენალი)