27 ოქტომბერს Google-ის დედა კომპანიის Alphabet-ის აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა და $1061-ზე ივაჭრებოდა. აქციების ფასის მატებას წინ კომპანიის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნება უძღვოდა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ წლის 9 თვე უკეთესი შედეგებით დაასრულა ვიდრე ინვესტორების მოლოდინი იყო.
შედეგად, ლარი პეიჯის ქონება 24 საათში $46,4 მილიარდიდან $48,2 მილიარდამდე გაიზარდა, სერგეი ბრინის კი $45,2 მილიარდიდან $46,9 მილიარდამდე.
სერგეი ბრინმა Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეცხრე ადგილი დაიკავა, ლარი პეიჯმა კი მეცამეტე.
Google-ის შემოსავლები წლის მესამე კვარტალში 24%-ით $22,27 მილიარდამდე გაიზარდა.