როგორც ცნობილია, გრანთ თორნთონ საქართველომ მომხმარებელს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება – „ვირტუალური ოფისი“ მოუმზადა. აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს სრულიად ახალ, ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მთლიანად ცვლის ბიზნესისათვის გრანთ თორნთონის სერვისების მიწოდების არსებულ მოდელს.
„ვირტუალური ოფისის“ წარდგენის ღონისძიება გაიმართება შერატონ გრანდ მეტეხი პალასში, 14 აპრილს, 16:00 სთ-ზე. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან გრანთ თორნთონის პარტნიორი კომპანიები, ამერიკის, გერმანიის საფრანგეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრები, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების და მედიის წამომადგენლები.
„ვირტუალური ოფისი“ წარმოადგენს სრულიად ახალ, ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მთლიანად ცვლის თქვენი ბიზნესისათვის გრანთ თორნთონის სერვისების მიწოდების არსებულ მოდელს. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა კომუნიკაცია, დოკუმენტების გაცვლა, დავალებების მართვა და ფინანსური და საოპერაციო რეპორტინგი მარტივად აღსაქმელი ვიზუალიზაციით. შესაბამისად, „ვირტუალური ოფისი“ მთლიანად ცვლის სერვისის მიწოდების არსებულ პრაქტიკას.
„ვირტუალური ოფისი“ ძირითადად განკუთვნილია გრანთ თორნთონის პარტნიორი ორგანიზაციების მმართველებისთვის, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის და ადმინისტრაციული როლის შემსრულებელი პირებისთვის, რათა მოხდეს გრანთ თორნთონის გუნდთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების მნიშვნელოვნად გამარტივება.
„ვირტუალური ოფისის“ მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს მისი უსაფრთხოება, გრანთ თორნთონის თქვენს მომსახურე გუნდთან ერთ სივრცეში ურთიერთობა, რეალურ დროში განახლებადი ფინანსური ინფორმაციის / რეპორტების მარტივად აღქმადი ფორმით მოწოდება და ბევრი განსხვავებული მოწყობილობიდან მასზე წვდომის შესაძლებლობა.