გრანთ თორნთონსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრანთ თორნთონსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გრანთ თორნთონსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ერთის მხრივ გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა ვახატანგ ცაბაძემ და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა – ივანე ჭყონიამ.

თანამშრომლობის ფარგლებში დისტრიბუტორთა ასოციაცია და მისი წევრები ისარგებლებენ გრანთ თორნთონის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებაზე ექსკლუზიური ტარიფით, რაც გულისხმობს მინიმუმ 30% ფასდაკლებას.

ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, მცირე და საშუალო საწარმოები (მსს-ები) მიმართავენ სხვადასხვა ინფორმაციულ სისტემებს, რომელიც ერთიან ფუნქციონალურ გარემოს ქმნის და მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მართოს ორგანიზაცია მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკებისა და სტანდარტების გამოყენებით. ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობდეს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება გრანთ თორნთონის მიერ დანერგილი პროდუქტი ვირტუალური ოფისი – რომლის პრეზენტაციაც ჩატარდა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.  აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს სრულიად ახალ, ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მთლიანად ცვლის  ბიზნესისათვის გრანთ თორნთონის სერვისების მიწოდების არსებულ მოდელს. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა კომუნიკაცია, დოკუმენტების გაცვლა, დავალებების მართვა და ფინანსური და საოპერაციო რეპორტინგი მარტივად აღსაქმელი ვიზუალიზაციით. შესაბამისად, „ვირტუალური ოფისი“ მთლიანად ცვლის სერვისის მიწოდების არსებულ პრაქტიკას.

„ვირტუალური ოფისი“ ძირითადად განკუთვნილია გრანთ თორნთონის პარტნიორი ორგანიზაციების მმართველებისთვის, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის და ადმინისტრაციული როლის შემსრულებელი პირებისთვის, რათა მოხდეს გრანთ თორნთონის გუნდთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების მნიშვნელოვნად გამარტივება.

„ვირტუალური ოფისის“ მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს მისი უსაფრთხოება, გრანთ თორნთონის თქვენს მომსახურე გუნდთან ერთ სივრცეში ურთიერთობა, რეალურ დროში განახლებადი ფინანსური ინფორმაციის / რეპორტების მარტივად აღქმადი ფორმით მოწოდება და ბევრი განსხვავებული მოწყობილობიდან მასზე წვდომის შესაძლებლობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *