გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, გრეის ჰოპერის სახელობის რიგით მესამე დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება 2023 წლის 31 მარტიდან დაიწყო. გახსნის ღონისძიება 31 მარტს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა. ღონისძიებაზე გასული წლის გამარჯვებულებმა და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ქალებმა გრეის ჰოპერის ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯილდოზე რეგისტრაცია 5 მაისის ჩათვლით, ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება, თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა:

  • მომავლის ლიდერი ქალი,
  • ICT სფეროს ჩემპიონი,
  • ტექნოლოგიური სტარტაპი,
  • ქალების გაძლიერების პროგრამა,
  • მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
  • ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

„გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თავისი არსით იზიარებს თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულებებს. ჩვენთვის პროექტის მთავარი პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებს მუდამ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, წელსაც შევიტანოთ წვლილი საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და წახალისებაში.“ – ამბობს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი.

„USAID საქართველოს პარტნიორობა უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებ შექმნას და სამეწარმეო შესაძლებლობებ განვითარებას საქართველოს მოსახლეობთვის. ეს მოიცავს ისეთ უახლესი ინდუსტრიებს, როგორიცაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ICT, რომელიც აკავშირებს საქართველოს ეკონომიკას მზარდ გლობალურ ინდუსტრიებთან. გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამა აძლიერებს ICT – ის მიმართულებით ქალ მეწარმეებს, გახდნენ საქართველოს მომავალი ბიზნეს ლიდერები“, – განაცხადა მარიკა ოლსონმა, USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, შესაძლებელია სხვა ადამიანების, სტარტაპების, ორგანიზაციებისა და პროგრამების წარდგენაც. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 4 ივნისს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ივნისს გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.

განაცხადები მიიღება 31 მარტიდან 5 მაისის ჩათვლით. თითოეული კატეგორიის ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *