G&T საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაორმაგებას ელოდება

G&T საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაორმაგებას ელოდება

G&T მომდევნო 5 წელში, საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაორმაგებას ელოდება. კერძოდ, კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს 4.2 მლნ ტურისტი ეწვევა, ხოლო 2022 წლისთვის კი ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში 7.6 მილიონამდე გაიზრდება, რაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას ორჯერ აღემატება. ამ მაჩვენებლით კი საქართველო ისეთ ქვეყნებს გაუსწრებს როგორიცაა უნგრეთი და ბულგარეთი, სადაც მოსახლეობაზე საშუალოდ 1,2-1,6-ჯერ მეტი ტურისტი ჩადის ყოველწლიურად. თუმცა საქართველოს მაჩვენებელი ჩამორჩება მაგალითად კვიპროსს, რომელსაც ყოველწლიურად საკუთარ მოსახლეობაზე 2.7-ჯერ მეტი ტურისტი სტუმრობს. 

G&T-ის პროგნოზი საქართველოში ტურისტების რაოდენობაზე შემდეგია: 

2018 წელი:

4.2 მილიონი ტურისტი; ზრდა წინა წელთან შედარებით: 21.2%. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი:  $3.4 მილიარდი 

2019 წელი:

5.1 მილიონი ტურისტი; ზრდა წინა წელთან შედარებით: 19.2%. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი:  $3.9 მილიარდი 

2020 წელი:

5.9 მილიონი ტურისტი; ზრდა წინა წელთან შედარებით: 16.8%. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი:  $4.4 მილიარდი

2021 წელი:

6.8 მილიონი ტურისტი; ზრდა წინა წელთან შედარებით: 14.5%. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი:  $5 მილიარდი 

2022 წელი:

7.6 მილიონი ტურისტი; ზრდა წინა წელთან შედარებით: 12.3 %. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი:  $5.7 მილიარდი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.