საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 8%-ით (395 მლნ ლარით) მეტია 2018 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდა ძირითადად საშემოსავლო გადასახადიდან და დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ განაპირობა. შემცირდა აქციზის და იმპორტის გადასახადებისგან მიღებული შემოსავლები, ჯამში 114 მლნ ლარით.
ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების 6 თვის გეგმა 5 350 მლნ ლარი იყო, რაც 101.3%-ით შესრულდა. თუმცა, ცალკე აღებული აქციზის გადასახადის გეგმა 84%-ით შესრულდა.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდას ეკონომიკურ ზრდასთან ერთად (იანვარ-მაისში 4.9%-ია) ფასების დონის მატებაც განაპირობებებს (მშპ-ის დეფლატორი). საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში მშპ-ის ფასები (დეფლატორი) 2.4%-ით გაიზარდა.
ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
მლნ ლარი | 2018 | 2019 | ზრდა | |
იანვარი-ივნისი | იანვარი-ივნისი | მლნ | % | |
გადასახადები სულ | 5,026 | 5,421 | 395 | 8% |
დამატებული ღრებულების გადასახადი | 2,152 | 2,288 | 136 | 6% |
საშემოსავლო გადასახადი | 1,621 | 1,699 | 78 | 5% |
აქციზი | 654 | 544 | -110 | -17% |
მოგების გადასახადი | 397 | 470 | 73 | 18% |
ქონების გადასახადი | 313 | 349 | 36 | 11% |
იმპორტის გადასახადი | 38 | 34 | -4 | -10% |
სხვა გადასახადები | -150 | 36 | 186 | 124% |
წყარო: სახელმწიფო ხაზინა