იანვარ-მაისში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა კვლავ შემცირდა – წლის 5 თვეში რკინიგზამ 4,406,730 ტონა ტვირთი გადაზიდა, ნაცვლად წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული 4,707,082 ტონისა.
შემცირდა გადაზიდული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობაც და 2,001,285 ტონა შეადგინა, ნაცვლად წინა წლის ანალოგური პერიოდის 2,142,428 ტონისა.
გაიზარდა გადაზიდული მარცვლეულისა და მარცვლეულის პროდუქტების რაოდენობა და 130,351 ტონა შეადგინა. ასევე გაზრდილია რკინის და მანგანუმის მადანის გადაზიდვის მაჩვენებელი და მან წლის 5 თვეში 139,702 ტონა შეადგინა.
იანვარ-მაისში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 12,317 ტონამდე შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში 738,706 ტონა შეადგინა ადგილობრივმა ტვირთებმა, 388,383 ტონა იყო ექსპორტი, ხოლო იმპორტი კი 972,410 ტონა. ნინნ